“ბოლო დროს საქართველოს ტერიტორიაზე, კონფიქტურ ზონებში განხორციელებული ქმედებები კვლავ მძიმე მდგომარეობაში აყენებს საქართველოს, ჩიხში შეჰყავს დაწყებული ქართულ-რუსული და გასაახლებელი ქართულ-ოსური მოლაპარაკებები, როგორც სახელმწიფოთაშორის ისე სახალხო დიპლომატიის კუთხით. სავაჭრო ურთიერთობების აღდგენის, კულტურული ურთიერთობების გაღრმავების შესახებ დაწყებულ მოლაპარაკებებს სერიოზულ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ასევე, საფრთხეს უქმნის სახალხო დიპლომატიის იმ მიღწევებს და სამომავლო პერსპექტივებს, რომელიც მძიმე ისტორიული ურთირთობის შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით მოიპოვა, როგორც ქართულმა, ისე ოსურმა და აფხაზურმა მხარემ.
კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევით ცენტრს დაუშვებლად მიაჩნია ნებისმიერი სახის ქმედება, რომელიც პერსპექტივას დაუკარგავს მხარეებთან სამომავლო დიალოგის განხორციელებას,” _ ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ აუცილებელია ყველა იმ დიპლომატიური საშუალებების გააქტიურება, რომელიც ამ პროცესს შეაჩერებს – “მათ შორის საქართველოსა და რუსეთის ხელმძღვანელ პირთა პირდაპირი და უშუალო კონტაქტის გზით”.