საქმე იმაშია, რომ სასამართლო მოსმენას არ ესწრებოდნენ მოსარჩელე ვახტანგ ზენაიშვილი და აღნიშნული საქმის მოწმეები. როგორც მოსამართლემ განმარტა, კანონმდებლობის მიხედვით, მათი დასწრება აუცილებლობას არ წარმოაგენდა. ნუგზარ ცინცაძემ კატეგორიულად გააპროტესტა ეს ფაქტი და მათი დასწრება მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი უარს აცხადებდა სასამართლოსთან თანამშრომლობაზე.
მოსამართლე მარინე კიკნაძემ გაითვალისწინა ცინცაძის მოთხოვნა და მანდატურებს დაავალა ერთი კვირის განმავლობაში უზრუნველყოს მოწმეთა გამოცხადება სასამართლოს სხდომაზე.
ნუგზარ ცინცაძე თავს დაზარალებულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ შეურაცყოფა მას თავად მიაყენა ვახტანგ ზენაიშვილმა. იგი არ უარყოფს არც იმას, რომ გამგეობის შენობის ფასადზე შეურაცმყოფელი გამოთქმებით აღსავსე განცხადება გააკრა, რომლის ადრესატიც ვახტანგ ზენაიშვილი იყო. ,,მე პატივს ვცემ სასამართლოს და ამიტომ გამოვცხადდი დღეს აქ. მაგრამ თუ ზენაიშვილი და როგორც თავად აცხადებს, მოწმეები რომან ბიწაძე, ლევან ჩხაიძე და ნინო მშვიდობაძე არ გამოცხადდებიან პროცესზე, სასამართლოსთან არ ვითანამშრომლებ“– განაცხადა ბრალდებულმა.
ამ საქმესთან დაკავშირებით მოსმენა მომავალ სამშაბათს გაიმართება.