მათი თქმით, ასეთ სახლებში მოსწავლეებს უფრო უადვილდებოდათ სიარული და მშობელიც დაწყნარებული იყო.
“რეგიონის გეოგრაფიული მდებარეობიდან და ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, საკმაოდ მოსახერხებელია ჩვენი შვილებისთვის ასეთ სკოლებში სიარული, დიდთოვლობის დროს შეუძლებელია პატარა ბავშვი ატარო ასე მოშორებით საჯარო სკოლაში. დანიშნეს მანქანები, მაგრამ ის სოფლები, რომლებიც სკოლამდე 5 კილომეტრით და მეტითაა დაშორებული, ისეთი დაღმართია, ზამთარში გამორიცხულია რომელიმე მანქანა ავიდეს. მანქანა ვერ ჩავა და ვერ ამოიყვანს დაწყებითი კლასის მოსწავლეებს. ჩვენ ამის წინააღმდეგები ვართ და მოვითხოვთ გაითვალისწინონ ჩვენი მოთხოვნა”, _ აცხადებენ მშობლები.
მშობლებმა კლასკომპლექტების კერძო სახლებში აღდგენის მოთხოვნით უკვე მიმართეს განათლების სამინიტროს მესტიის მუნიციპალიტეტის რესურს ცენტრს. როგორც მესტიის რესურს ცენტრის ხელმძღვანელი დარეჯან ნიგურიანი განმარტავს, ანალოგიური პროცესი საქართველოს მაშტაბით ხორციელდება და ბავშვებს სკოლამდე მისასვლელად არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ.
“კლასკომპლექტები არ უქმდება, უბრალოდ კერძო სახლებში მოქმედი კლასების მოყვანა საჯარო სკოლებში ხდება. ამისთვის სპეციალური ტრანსპორტიც დაინიშნა. მუნიციპალიტეტის დაახლოებით 14 საჯარო სკოლაში არის კლასკომპლექტი, რომელიც მოსწავლეთა სიმცირის გამო შეიქმნა. ერთ კლასში ერთი ბავშვი რომ ირიცხება, ცოდო ხომაა?! ამიტომ, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად კლასკომლექტებში გაერთიანდნენ. ეს მიუღებელი აღმოჩნდა ადამიანებისთვის, რომლებიც ხშირად საკუთარ სახლებში იყვნენ დასაქმებულები”, _ აცხადებს რესურსცენტრის დირექტორი.
აღნიშნული საკითხის გასარკვევად და მშობლებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მისაწოდებლად,
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა წერილით მიმართა განათლების სამინისტროს. რაიონის ხელმძღვანელობა მშობლებთან ერთად წერილის პასუხს ელოდება.