მიხეილ სააკაშვილი ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ დალოცა და აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში საქართველოში ყველაზე მეტი ეკლესია აღდგა და აშენდა.
“ეს არის ერთ-ერთი იმ ასობით ეკლესიას შორის, რომელიც წინა წლებში აღდგა. ამდენი ეკლესია საქართველოში არასდროს არ აღდგენილა და არ გაკეთბულა. არის ჟამი ქვათა გაბნევისა და არის ჟამი ქვათა შეგროვების. ეს სწორედ ქვათა შეგროვების ჟამია. ამ ეპოქამ ტაძრების დიდი აღმშენებლობა მოიტანა.
პირველად, მოწამეთაში 90-იან წლებში ვიყავი. ამ ტაძარს ძალიან კარგი წინამძღვარი ჰყავდა, დარბაისელი, ინტელიგენტი კაცი. აქაურობა ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. დიდ ხანს ვილაპარაკეთ და მითხრა: ალბათ, მე ვერ მოვესწრები, მაგრამ მინდა გთხოვოთ, იქნებ ხელი შეავლოთ ამ ტაძარსო.
თუ გახსოვთ, ჩვენ წინა წლებში დიდი სამუშაოები ჩავატარეთ როგორც აქ, ისე გელათსა და, თავისთავად, ბაგრატში. მაგრამ მოწამეთა ჩემთვის ერთ-ერთი სიამაყეა. ეს ტაძარი ძველი ბრწყინვალებით დაუბრუნდა ჩვენს საქართველოს, ქართველ ერს. ეს ჩვენი სასულიერო და საერო ისტორიული მემკვიდრეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია. სწორედ ამიტომ ვცდილობ, ყოველ წელიწადს მოვიდე აქ,” _ განაცხადა სააკაშვილმა.