ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია პენიტენციურ დაწესებულებებში არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების მექანიზმებზე 2013 წლის თებერვლამდე. მასში ასევე საუბარია წინასწარი დაკავების ადგილებზე, რაც მერდოკმა დეტალურად მიმოიხილა 2009 წელს მის მიერვე მომზადებულ ანგარიშში. ანგარიში ეფუძნება ინტერვიუებს მთავრობის , არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ასევე ვიზიტებს სასჯელაღსრულების ორ დაწესებულებაში და თბილისის წინასწარი დაკავების ორ იზოლატორში.
ანგარიში იკვლევს არასათანადო მოპყრობის ფაქტებს , გამოძიების სისტემაში არსებულ ხარვეზთა მიზეზებს დასაქართველოს ხელისუფლებას მათი აღმოფხვრის რეკომენდაციებს სთავაზობს. არასათანადო მოპყრობის საჩივრების გამოძიებისათვის დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექნმა- კვლავ რჩება ერთ-ერთ უმთავრეს რეკომენდაციად. მერდოკი აცხადებს, რომ აღნიშნულ რეკომენდაციათა შესრულება შესაძლოა დიდი გამოწვევა იყოს სახელმწიფოსთვის, თუმცა საქართველოს შემთხვევაში საპოლიციო დაკავების იზოლატორებთან მიმართებაში მიღწეული ცხადი პროგრესი აჩვენებს, რომ აშკარად შესაძლებელია ამ გამოწვევათა დაძლევა და ევროპული სტანდარტების მიღწევა , როცა საამისოდ სახელმწიფო ნება არსებობს.
“არასათანადო მოპყრობა და დასუჯელობასთან ბრძოლის ხელშეწყობა” ევროსაბჭოს და ევროკავშირის ერთობლივი რეგიონული პროექტია, რომელიც სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოშიმ მოლდოვასა დ უკრაინაში ხორციელდება.