როგორც ბურჯანაძის შტაბის ხელმძღვანელმა დავით ჩხაიძემ “გურია ნიუსს” განუცხადა, მისთვის უცნობია ვის შეიძლება გაეკეთებინა მსგავსი რამ.
“15 ოქტომბერს გავაკარით პლაკატები. თუმცა, როგორც გავიგეთ გუშინ დილით უკვე ჩამოხეული იყო.
გაფრთხილებული გვყავს უკვე უბნის კოორდინატორი, რომ მეტი ყურადღება მიაქციოს ამ ფაქტს, თუმცა ვინმეზე ეჭვი არ გვაქვს,“ _ აღნიშნა ჩხაიძემ.
შეგახსენებთ, რომ წინასაარჩევნო მოწოდებების, განცხადებების, წარწერების, ფურცლების, ფოტო და სხვა მასალების გავრცელებისათვის ხელის შეშლა საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას.