ჯამში, 2 კილოგრამამდე ჰეროინი, 800 აბი “სუბუტექსი”, 10 გრამი კოკაინი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანა, დეზომორფინი და სხვა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები შესაბამისი წესების დაცვით გაანადგურა.
ნარკოტიკების განადგურების პროცესს შსს-ს თანამშრომლებთან ერთად ჯანდაცვის სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
სამართალდამცველები ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებს სასამართლოს შესაბამისი განაჩენის შემდეგ სამ თვეში ერთხელ ანადგურებენ.