სემინარს ესწრებიან განათლების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის და უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები, აგრეთვე განათლების ექსპერტები.
“ABET”-ის ფონდის ექსპერტები ახორციელებენ საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების ათი საბუნებისმეტყველო და საინჟინრო პროგრამის შეფასებას და მათგან ხუთი პროგრამისათვის ABET აკრედიტაციის მოპოვებისათვის საჭირო დეტალური სტრატეგიის შემუშავებას. ეს უნივერსიტეტებია ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ეს სემინარი რიგით მეორეა ამ ფონდის წარმომადგენლების მიერ ოქტომბრის თვეში ჩატარებულ სემინარებში. 15 ოქტომბერს სემინარი ჩატარდა ა.წერეთლის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. როგორც ცნობილი გახდა, 25 ოქტომბერს სემინარი ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, 29 ოქტომბერს – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.