“დაახლოებით 100-მდე საქმე უკვე პრაქტიკულად გამოძიებული აქვს პროკურატურას და მისი ფინანსური მხარე 30 მილიონი ლარით, 15 მილიონი დოლარით და რამდენიმე ათასი ფუნტ-სტრელინგით გამოიხატება. ჩვენთვის არ არის რთული ამ ფაქტების დადგენა, მაგრამ სახელმწიფოებრივად ხადურის უწყებას გვერდზე გავუგზავნოთ ჩეკი, ეს არ იქნება მართებული. ასე რომ გამოძიებები მიდის, მაგრამ ერთიან სახელმწიფო გადაწყვეტილებას საჭიროებს, რადგან ჩვენ პროკურატურაც და ფინანსთა სამინისტროც ჯამში ვემსახურებით საზოგადოებას და ისე არ უნდა მოხდეს, რომ სამართლიანობის აღდგენით, თუ ის არ იქნება კარგად დათვლილი და პროცედურულად გაწერილი , უფრო დიდი ზიანი მივაყენოთ საზოგადოებას. აქ გვინდა სწორი ბალანსის შერჩევა და ეს ალბათ პოლიტიკურ-სამართლებრივ აქტში უნდა გამოვლინდეს”, _ განაცხადა მთავარმა პროკურორმა.
არსებული ინფორმაციით 2012 წლის 1 ნოემბრიდან დღემდე პროკურატურამ საკუთრების ხელყოფის ფაქტებზე დაახლოებით 9 ათასი განცხადება