საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ხინთიბიძის თქმით, თუ ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი რა თქმა უნდა დარღვევაა, რადგან საუბნო საარჩევნო კომისია ჩვეულებრივი საჯარო სამსახურია:
_ მარტივად რომ ავხსნათ, მას ეხება ყველა ის რეგულაციები, რასაც საჯარო სამსახური უწესებს საჯარო მოსამსახურეებს საუბნო საარჩევნო კომისიის ფუნქციონირების ვადებში, მათ შორის, საუბარია სამუშაო დროზე, ხოლო თუ საარჩევნო უბანი დაკეტილია სამუშაო დროის პერიოდში, ამის შესახებ უნდა იმსჯელოს საოლქო საარჩევნო კომისიამ და მას შეუძლია გამოიყენოს არა მხოლოდ შესაბამისი პირების დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები, არამედ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 21-ე მუხლის თანახმად, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, უფლებამოსილია დასვას საკითხი ცესკო-ს წინაშე ქვემდგომი საუბნო საარჩევნო კომისიისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე, თუ აღნიშნული საარჩევნო კომისია არ ან ვერ ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობებს, _ აღნიშნა ხინთიბიძემ ჩვენთან საუბრისას.