შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა დ.ტ.-ის კუთვნილი ავტობუსის დათვალიერებისას, სპეციალურად მოწყობილ სამალავებში 27 ბალონი, დაახლოებით 540 ლიტრი დიზელის საწვავი აღმოაჩინეს.
მოქალაქეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით 1000 ლარი, ასევე, დამალული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა შეეფარდა.
სგპ “ლაგოდეხის” გავლით, ამჯერად თურქეთის მოქალაქე ი.ა.-მ სცადა კუთვნილ ავტომანქანაში მოწყობილი სამალავით, 185 კოლოფი სიგარეტის თურქეთიდან საქართველოში მალულად შემოტანა.
ი.ა.-ს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით 1000 (ათასი) ლარი შეეფარდა.