“მისასალმებელია, პრეზიდნტი იქნება ეს, თუ პარლამენტი, როცა ჰუმანურ დამოკიდებულებას ამჟღვანებენ და იწყალებენ პატიმრებს. შეწყალების იდეის მიმართ ყოველთვის გვაქვს პოზიტიური დამოკიდებულება. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას ეს იწვევს კრიტიკას. პრეზიდენტმა შეწყალების კომისიის საწინააღმდეგოდ მიიღო გადაწყვეტილება. ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, პრეზიდენტს აღნიშნულ უფლებას ანიჭებს კონსტიტუცია და როგორ უნდა განახორციელოს ეს უფლება სამართლიანმად, 2004 წლის ბრძანებულებითაა გაწერილი.
ამავე ბრძანებულებაშია ჩამოთვლილი, რა შემთხვევაში არ შეუძლია პრეზიდენტს შეწყალება.
ბრძანების ერთ-ერთი პუნქტი ამბობს, რომ პრეზიდენტს არ შეუძლია იმ პირის შეწყალება, თუ მას შეფარდებული აქვს უვადო პატიმრობა და ფაქტობრივად არ აქვს მოხდილი თავისუფლების აღკვეთის 25 წელი; ასევე, არ შეიძლება იმ პირის შეწყალება, რომელსაც პირველად აქვს სასჯელი შეფარდებული 5 წლის ვადით და არ აქვს მოხდილი სასჯელის 1/3; ასევე, თუ ორი, ან მეტი დანაშაულის ჩადენაშია პასუხისგებაში მიცემული და არ აქვს ნახევარი მოხდილი; ასევე, იმ შემთხვევაშიც, როდესაც სასჯელის მოხდის ადგილიდან პირი ხასიათდება უარყოფითად; ასევე, როცა პირი არ ითხოვს შეწყალებას, არ ინანიებს და ა. შ.
თუმცა, ერთი კონკრეტული დებულება, რომელიც 2005 წელს პრეზიდენტის 2004 წლის ბრძანებულებაში შევიდა, ამბობს ასეთ რამეს, რომ პრეზიდენტს აქვს უფლება ამ დებულებების გაუთვალსწინებლად განახორციელოს შეწყალება.
აი, ეს იწვევს სწორედ პრობლემებს პრაქტიკაში. ასეთი განუსაზღვრელი ძალაუფლება პრეზიდენტს ანიჭებს ძალას, რომ შეიწყალოს არა 200-ზე მეტი პატიმარი, არამედ ერთდოულად ყველა, ვინც იხდის სასჯელს და გარეთ გამოუშვას. ასეთი უფლება მას საკუთარი ბრძანებულებით აქვს.
ასეთი შეწყალება სამართლიანობის განცდას კი არა, პირიქით უსამართლობის, არათანმიმდევრულობის განცდას იწვევს. მაშინ, რომცა ჩვენ არაერთხელ მიგვიმართავს პრეზიდენტისთვის იმ პირების გათავისუფლების მოთხოვნით, რომლებიც 2004 წლით დათარიღებულ პრეზიდენტის ბრძანებულების პუნქტებს სრულად აკმაყოფილებდნენ, მაგრამ მათ პრეზიდენტი არ იწყალებდა. რატომ ხდება დღეს ასე, როდესაც ამ ადამიანების გარკვეული რაოდენობა არ აკმაყოფილებენ პირობებს?
მე, ვფიქრობ, რომ მართლმსაჯულების იდეისთვის ეს არის საზიანო. ვინაიდან პროკურატურა და სასამართლო ხარჯავს ძალიან დიდ რესურს, რომ მართლმსაჯულება განხორციელდეს და თუ ერთ მშვენიერ დღეს პრეზიდენტი ყოველგვარი დასაბუთებისა და არგუმენტაციის გარეშე ათავისუფლებს, ცხადია, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება სტაბულურობა და სამართლიანობა,“ _ განაცხადა კახა კოჟორიძემ.