კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას განცხადებით, ამ პერიოდში ბევრი აქტივისტი და ადვოკატი სასამართლო პროცესებზე, უკანონოდ დააჯარიმეს და სწორი იქნება თუ ეს ადამიანების ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან.
“მხარი დავუჭირეთ იმ საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე, ოპოზიციის აქციების დროს აქტივისტების დაჯარიმების და სასამართლო პროცესებზე, ადვოკატების დაჯარიმების საკითხის ამინისტირებას ეხება. ანუ ის თანხები რომელიც მათ დღემდე არ აქვთ გადახდილი, მოხდეს ამ სახდელისგან გათავისუფლება ამ პირების.
“თავისთვად მხარს დავუჭერთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც საპროტესტო აქციების დროს უკანონოდ ჯარიმდებოდა. ადვოკატებს აჯარიმებდნენ სასამართლო პროცესზე და თავისთავად ამ ინციიატივის შემოტანა საინტერესო იქნება”, _ განაცხადა ბესელიამ.
“ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმზე” ასევე მხარი დაუჭირეს მთავრობის ინიციატივას,რომლის თანახმად “სექსუალური ძალადობის შესახებ” კანონში სანქციები უნდა გამკაცრდეს. ბესელიას განცხადებით ეს საკითხი მნიშვნელოვანია და ევროპულ სახელმწიფოებში არსებულ სტანდარტებს უახლოვდება.
“კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის ინიციატივას რომლითაც დანაშაულობებზე როგორიცაა გაუპატიურება,როგორიცაა არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ძალადობა,ამ ნაწილშო სანქციების გამკაცრებას..ჩვენ მხარი დავუჭიერთ იმიტომ რომ მივიჩნიეთ, ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია ადამიანის ღირსება მისი პირადი ცხოვრების თავისუფლება და ხელშეუხებლობა, ამიტომ გამოცდილება, რომელიც ჩვენ ავიღეთ ისეთი როგორიც აქვს ევროპულ ქვეყნებს.სადაც საკმაოდ მკაცრი სანქციებია, გაუპატიურებაზე და ძალადობაზე.არასრულწლოვნების მიმართ და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ რომ ეს ნამდვილად მხარდასაჭერი იყო”, _ აღნიშნავს “ადამიანის უფლებათა კომიტეტის” თავმჯდომარე.
რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კოტე კუბლაშვილის ინიციატივას, რომ მოსამართლეები უვაოდოდ გამოსაცდელი ვადის გარეშე დაინიშნოს, კომიტეტმა ამას მხარი არ დაუჭირა, რასაც ბესელია უკვე მიღებული ნორმით ხსნის, რომლის თანახმად მოსამართლეებს თავიდან 3 წელი გამოსაცდელი ვადა ეძლევათ.
“კომიტეტმა არ დაუჭირა მხარი ბატონი კოტე კუბლაშვილის მიერ შემოტანილ ინიციატივას, რომლის მიხედვით მას სურს მოსამართლეები უვადოდ დაინიშნოს და არ იყოს გამოსაცდელი ვადა. პარლამენტმა უკვე მიიღო კანონი, რომლის მიხედვით გამოსაცდელი 3 წლიანი ვადა უკვე მიღებულია. ამ კანონპროექტს ვეტო დაედო და ამ ვითარებაში. ჩვენ უკვე გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, რომ მოსამართლეების უვადოდ განწესება პირდაპირ გამოსაცდელი ვადის გარეშერ არ შეიძლება. ბუნებრვია ამ ინიციატივას მხარს ვერ დავუჭერდით”, _ განაცხადა ეკა ბესელიამ