მისი განცხადებით, ხელის გადაგრეხის პოლიტიკის შედეგად, შესაძლოა უმცირესობის დეპუტატებმა ვერ გაუძლონ ამ წნეხს და მხარი დაუჭირონ პარლამენტის ქუთაისიდან გადატანას. რაც ქალაქისთის სასიკვდილო განაჩენია.თევდორაძის განცხადებით ხელისუფლებას არცერთი სათადარიგო გეგმა არ შემოუთავაზებია, თუ რა ფუნქცია უნდა დარჩეს ქუთაისს პარლამენტის გადატანის შემდეგ.
“ისევ დაიწყო ხელის გადაგრეხვის და პოლიტიკური წნეხის პოლიტიკა, ამიტომ არ გამოვრიცხავ რომ მათ საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის ყავდეთ კიდე 2-3 ადამიანი რაც სჭირდებოდათ. იმიტომ, რომ ყველა ერთნაირად მყარი არ არის საკუთარ პრინციპებთან და საკუთარ ღირებულებეში. ეს ბანალური და სამწუხარო ჭეშმარიტებაა. რაც შეეხება ორივე საკონსტიტუციო ცვლილებას დავიწყებ იმით, რომ ქუთაისისთვის ის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული უნდა იყოს და ეს გულისხმობს 49-ე მუხლში პირველი ნაწილის ამოღებას, რაც ქუთაისში საპარლამენტო სხდომების და საკომიტეტო მოსმენების ჩატარებას აკონკრეტებს. ეს იქნება ქუთაისისთვის სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი. პრაქტიკულად უფუნქციოდ რჩება ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი. რაც ყველაზე სამწუხაროა და ამ მდგომარეობის დამამძიმებელი დღემდე ხელისუფლებას არანაირი კონკრეტული გეგმა არ შემოუთავაზებია, იმის შესახებ თუ რა იქნება ქუთაისში პარლამენტი გადატანის შემდეგ”, _ განაცხადა უმცირესობის დეპუტატმა გია თევდორაძემ.