“დაიწერა საქართველოს ახალი კონსტიტუცია, მასთან შესაბამისობაში მოდის აფხაზეთის კონსტიტუცია, 2004 წლის 30 ნოემბრამდე აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ნიშნავდა და ათავისუფლებდა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს. შემდეგ ეს საკითხი გაიწერა საქართველოს კონსტიტუციაში და პრეზიდენტთან შეთანხმებით იყო. ახალი კონსტიტუციის პრეზიდენტს ეს უფლება აღარ აქვს, სწორედ ამიტომ რაღაც ახალი უნდა იქნებს შეტანილი აფხაზეთის კონსტიტუციაში. შეიძლება ახლა ეს საკითხი გადავიდეს პრემიერის დაქვემდებარებაში და ჩვენ ველოდებით შესაბამის გადაწყვეტილებას. რაც შეეხება სხვა 27 ცვლილებას, ის არ იყო გაწერილი აფხაზეთის კონსტიტუციაში, მაგალითად უნდობლობის გამოცხადება მთავრობის თავმჯდომარისა და მინისტრთა კაბინეტის მიმართ და სხვა”.
გია გვაზავას განცხადებით, ისინი წლებია ითხოვენ სტატუსს, რათა მოხდეს შესაბამისი ცვლილებების დარეგულირება, თუმცა, მისივე განცხადებით დღემდე არც ერთი მთავრობის მიერ არ ყოფილა ეს საკითხი განხილული.
“რადგან არ არის ჩამოყალიბებული აფხაზეთის სტატუსი, აფხაზეთში დაბრუნებამდე, არ იყო ბევრი ნორმა ჩამოყალიბებული და მთელი რიგი საკითხები ღიად არის დარჩენილი. აქამდე ყველა მთავრობას ვთავაზობდით რაიმე სტატუსი მოგვერგო, ვთქვათ ფედერაცია ან ფართო ავტონომია, მაგრამ განხილულიც კი არ იყო ჩვენი წინადადებები, ამიტომ არის სიცარიელეები და თეთრი ლაქები დარჩენილი აფხაზეთთან მიმართებაში. ჩვენ ვგეგმავთ აჭარელ კოლეგებთან მოლაპარაკების და შეტანხმების მიღწევის შემდეგ, საქართველოს უზენაესი ხელისუფლების წინაშე დავაყენოთ კიდევ ერთი საკითხი–აჭარის და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეები იყვნენ ვიცე–პრემიერები”.
გვაზავა ამბობს, რომ 2005 წლამდე არავის გახსენებია თუ როგორ ინიშნებოდა ან თავისუფლდებოდა თანამდებობიდან აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე. მისი თქმით “მეხუთე კოლონის” წარმომადგენლებს რაღაც სარჩული ამოძრავებთ იმისთვის, რომ სწორედ ახლა ამახვილებენ ყურადღებას ამ საკითხებზე და ცდილობენ საზოგადოებაში არასწორი შეხედულება დანერგონ.
“საქართველოს კონსტიტუცია ჩვენთვის უზენაესია და ვიმოქმედებთ მისი ძალაუფლებით. საჭიროა კონსულტაციები, მოლაპარაკებები და შეთანხმებები”.