“გარწმუნებთ რომ იმას რაც იქ ვნახეთ, მხოლოდ სახელი გაქვს ამერიკული და შინაარსობრივად დიდი სამუშაოებია ჩასატარებელი. საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი საქართველოში სახელმწიფო ინტერესის საგნად იქცა. ჩვენ იუსტიციის სამინისტროს 15 ოქტომბერს მოგვიწია სტრასბურგის სასამართლოში ღია სხდომაზე სახელმწოფოს პოზიციის დაცვა საქმეზე „ ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინაააღმდეგ“, სადაც ცალსახად დადგა საკითხი იმასთან დაკავშირებით, რამდენად არის დღევანდელი საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი თავსებადი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლთან და ზოგადად ევროპულ სტანდარტებთან. თქვენ იცით რა იყო ამ ინსტიტუტის პრეისტორია, მაგრამ საინტერესოა რა იქნება მომავალში”,_ განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სისხლის სამართლის უწყებათაშორისი საბჭოს სამუშაო ჯგუფთან შეხვედრაზე.
იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით სისხლის სამართლის პროცესში დაზარალებულის უფლებები იზრდება,რაც სტრასბურგის სასამართლოს ერთ-ერთი რეკომენდაციიაც იყო. საქმეში “გირგვლიანი და ენუქიძე საქართველოს წინააღმდეგ” სასამართლომ პირდაპირ მიუთითა, რომ ქართული კანონმდებლობა დაზარალებულის უფლების დაცვის კუთხით შეუსაბამოა ევროპულ სტანდარტებთან.
“მეორე საკითხია დაზარალებულის უფლებები, სადაც ჩვენ ევროპული სტანდარტებისგან შორს ვდგავართ. პირველი ყევლაზე გახმაურებული საქმე სადაც შავით თეთრზე დაიწერა, რომ ჩვენი კანონმდებლობა წინააღმდეგობაშია ევროპულ სტანდარტებთან, არის საქმე „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“, სადაც ითქვა რომ ჩვენი კანონმდებლობა არ აძლევს დაზარალებულს იმ ელემენტარულ უფლებებს, რაც მას უნდა ჰქონდეს. აქ არ არის იმაზე საუბარი, რომ სისხლის სამართლის პროცესში დაზარალებული ბოლომდე იყოს გათანაბრებული პროკურორთან. აქ საუბარია იმაზე, რომ დაზარალებულს სისხლის სამართლის პროცესში საკმარისი ხარისხის ჩართულობა ჰქონდეს, როცა საქმე ეხება სიცოცხლის უფლებას და წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვას. დაზარალებული, მშობელი, რომელსაც სახელმწიფოს ან კერძო პირის ხელით მოუკვდა შვილი, უნდა იყოს ინფორმირებული გამომძიებლის მხრიდან, ანუ იცოდეს, თუ რა ეტაპზეა გამოძიება და ადგილზე გაეცნოს იმ მტკიცებულებებს, რომლის ცოდნაც არ დააზიანებს საგამოძიებო ინტერესს”, _ ამბობს თეა წულუკიანი.
მესამე საკითხი, რომელსაც ცვლილება შეეხება, განაჩენის გადავადებაა. არსებული კანონმდებლობა განაჩენის გადავადების საშუალებას მხოლოდ იმ შემთხვევაში იძლევა, თუ პატიმარი სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს ითვლის.
“ძალიან ბევრი დარღვევა დადგა ათეულ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში, იმის გამო რომ არ არსებობდა ექსპერტიზის დასკნა, რომელიც ამბობს რომ მოცემული პატიმარი მძიმე ავადმყოფია. სასამართლო რეალურად ხელფეხშეკრულია იმიტომ რომ საკანონმდებლო ბაზა არ აძლევს თავისუფლებას. გვქონია შემთხვევები, როდესაც სტრასბურგში საქმე იხილებოდა მე-3 მუხლით და დაგვისრულებია მე-2 მუხლით, იმიტომ რომ პატიმარი მოკლე დროში გარდაცვლილა იმის მიუხედავად რომ საქმეში არ არსებობდა ექსპერტიზის დასკვნა მისი მძიმე ავადმყოფობის შესახებ. ამიტომ უნდა შევჯერდეთ რა არის მძიმე დაავადება და როგორი უნდა იყოს მოსამართლისათვის მისაღები ექსპერტიზის დასკვნა, იმისათვის რომ ციხეში სიკვდილიანობას არ შევუწყოთ ხელი“, _ განაცხადა წულუკიანმა და მადლობა გადაუხადა სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძეს, რომელიც პატიმართა ჯანდაცვას კურირებს.
“ბატონი არჩილი არის მთავარი მიზეზი იმისა რომ დღეს სტრასბურგში პატიმრების მხრიდან აღარ შეგვდის ჯანმრთელობსთან დაკავშირებული საჩივრები. წინასწარი მონაცემებით წელს მხოლოდ 103 საქმეა შესული, აქედან სულ 3-4 საქმეა პალატის მიერ განსახილველი, დანარჩენი არის ერთი მოსამართლის მიერ განსახილველია, ანუ აშკარად დაუსაბუთებელია. ეს არის პირველი მაჩვენებელი იმისა, თუ ადამიანის უფლებების სფეროში როგორი გიგანტური ნაბიჯები გადაიდგა”, _ აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა,