ის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შს მინისტრის თანამდებობაზე 1918 წელს დაინიშნა. თანამედროვეები მას “რკინის მინისტრს” უწოდებდნენ. ბიუსტის ავტორია მოქანდაკე გიორგი ჯაფარიძე. გახსნის ცერემონიას ნოე რამიშვილის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
ბიუსტის გახსნასთან ერთად გაიმართა შსს-ს არქივის მიერ მომზადებული წიგნის “მე-20 საუკუნის საქართველოს შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები” პრეზენტაცია. წიგნის ავტორებმა – შსს-ს არქივის დირექტორმა ომარ თუშურაშვილმა და შსს-ს არქივის თანამშრომელმა ივანე ჯახუამ წიგნი საარქივო მასალებზე დაყრდნობით მოამზადეს. მსგავსი ტიპის ნაშრომი პირველად გამოიცა.
წიგნში გამოყენებულია შსს-ს, ყოფილი უშიშროებისა და პარტიული ორგანოების საარქივო ფონდებში დაცული, უკვე გასაიდუმლოებული დოკუმენტური მასალა. მასში მოკლედ არის ასახული თუ როგორ ყალიბდებოდა და ვითარდება ქვეყნის სამართალდამცავი და უშიშროების ორგანოები. ნაშრომის ძირითადი ნაწილი ეთმობა საქართველოს შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრების ბიოგრაფიებს, რომლებიც ამ სტრუქტურებს 1918-2000 წლებში ხელმძღვანელობდნენ. მკითხველი ასევე გაეცნობა ამიერკავკასიის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შინაგან საქმეთა და უშიშროების ორგანოების ხელმძღვანელებს.