_ ახლა მომწერა მეგობარმა ამ პოსტის შესახებ. აშკარად ჩემს მიერ უნდა იყოს დაპოსტილი. შეგნებულად არ ვცდილობ მის წაშლას, მაგრამ მიუხედავად ირაკლის მიმართ დიდი პატივისცემისა ეს მე არ დამიდია. აშკარაა, რომ ჩემი აქაუნთი გატეხილია, ალბათ, დიდი ხნის წინ და ეს კარგა ხანია შევამჩნიე. პასვორდი უკვე გამოვცვალე და ფბ-საც მივწერე. დიდი ბოდიში ყველას, მაგრამ ბარათაშვილის ეს ბრწყინვალე ლექსი, რომელიც ერეკლე მეფეს ეძღვნება მართლაც კარგია, მაგრამ არ ვარ მე ასეთი პირფერი ადამიანი, რომ ახალგაზრდა ირაკლი უკვე ერეკლე მეორეს შევადარო. სუფთა პროვოკაციაა. მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი დიდი პატივისცემა და საუკეთესო სურვილები ირაკლის. რა არ ხდება ამ ფბ-ზე? მაინც იყავით ფრთხილად. ობამაც გვაფრთხილებდა, _ წერს კვაჭანტირაძე.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved