ამ პოსტზე იგი პრემიერ – მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის წარდგინებით დანიშნა, ლერი ბარნაბიშვილი საგამოძიებო სამსახურის უფროსის რანგში მუშაობას დღეიდან შეუდგა.
ლერი ბარნაბიშვილი 2004 წლიდან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა. ამ პოსტზე დანიშვნამდე მას საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა. 2009 – 2013 წლებში საგამოძიებო სამსახურის, საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ, მანამდე, საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოს უფროსად მუშაობდა. 2008 – 2009 წლებში საქმიანობდა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოს უფროსად. ამავე დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართევლოს პირველი სამმართველოს უფროსის მოადგილედ. 2004-2007 წლებში იყო ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს უფროსის მოადგილე.
ლერი ბარნაბიშვილი განანთლებით იურისტია, დამთავრებული აქვს თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
საგამოძიებო სამსახურის უფროსის პოსტზე ლერი ბარნაბიშვილმა ოთარ ფარცხალაძე შეცვალა, რომელიც საქართველოს მთავარ პროკურორად დაინიშნა.