ამავე თვეში ბიზ-ნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) 0.917 დონეზე დაფიქსირდა. ა.წ. ოქტომბრის თვეში კლება დაფიქსირდა წინა თვესთან (6.9%-ით), ხოლო ზრდა – წინა წლის იმავე თვესთან (28.0%-ით) შედარებით. 2013 წლის ოქტომბრის თვეში წინა თვესთან შედარებით სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 7.4%-ით შემცირდა, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 10.7%-ით გაიზარდა. განსხვავებული ტენ-დენცია დაფიქსირდა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით: სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობის ზრდა 27.1%-ით და არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობის ზრდა 61.4%-ით.
ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) სამეწარმეო და არასამეწარმეო სუბიექტების მიხედვით შესაბამისად 0.913 და 1.055 დონეებზე დაფიქსირდა. ა.წ. ოქტომბრის თვეში ბიზნეს სუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმის (2391 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 59.6%) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (1 470 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 36.6%) სახით. როგორც ჩანს, ბიზნეს სუბიექტთა 96.2% მხოლოდ აღნიშნულ სამართლებრივ სტატუსებს ანიჭებს უპირატესობას.
ამავე თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა: 134 არასამეწარმეო იურიდიული პირი, 10 უცხოური სამეწარმეო იუ-რიდიული პირის ფილიალი, 8 კოოპერატივი და 2 სააქციო საზოგადოება.