“წელს, 15 სექტემბერს, თურქეთმა იზეიმა ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების 50 წლისთავი, ანუ 50 წლის წინ გააფორმა აღნიშნული ხელშეკრუულება და ახლაც ცდილობს ევროკავშირის წევრი გახდეს. ამით იმის თქმა მინდა, რომ ასოცირების ხელშეკრულება სულაც არ არის დაკავშირებული ევროკავშირში გაწევრიანებასთან. ხელშეკრულება ცუდი არ არის, თუმცა, გასაკვირია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტოს არც ერთ გვერდზე ტექსტი, რომლის პარაფირებაც უნდა მოხდეს, არ გამოუქვეყნებიათ. საზოგადოება შეჰყავთ შეცდომაში, თითქოს ხელშკრულების გაფორმებაა-პარაფირება, რაც ნიშნავს ტექსტის დაზუსტებას. ამხელა ჟივილ-ხივილის ატეხვა ტექსტის დაზუსტებისთვის, რომელიც შემდგომში უნდა გაფორმდეს, ჩემი აზრით, სრულიად მიზანშეუწონელია”.
ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნულ თემას შეეხო კონსტანტინე გამსახურდიაც და განაცხადა, რომ 1991 წლიდან მოყოლებული ევროინტეგრაცია არის ერთგვარი მუდმივა საქრათველოს პოლიტიკის და ის ხელისუფლების ცვლას არ ექვემდებარება. გამსახურდიაც აცხადებს, რომ საზოგადოება არ არის ინფორმირებული, თუ რა იგულისხმება ევროინტეგრაციაში.
“ხელისუფლებამ საზოგადოებას უნდა აუხსნას, თუ რა სარგებელს მოუტანს ქვეყანას ევროინტეგრაცია, რადგან მომავალში საზოგადოება და ხალხი მოითხოვს მოხდეს დაზუსტება და განმარტება, თუ რა სარგებელი აქვს ქვეყანას ევროინტეგრაციის კურსისგან. რომელ გარანტიებს მოიცავს იგი ქვეყნის უსაფრთხოების მიზნით და ასევე, რა ეკონომიური სარგებელი შეიძლება დაინახოს ქართულმა საზოგადოებამ.”
გამსახურდიამ დასძინა, რომ რუსეთის ხისტი პოლიტიკა 2000 წლიდან იღებს სათავეს და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ სასაზღვრო ზოლში ბანერების აღმართვას, ვილნიუსის სამიტთან კავშირი არ აქვს.
საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერას რამდენიმე წუთის წინ გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი და განაცხადა, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებამდე შეიძლება იყოს მთლიანი შეთანხმების წინასწარი აპლიკაცია, რომელსაც საქართველოსთვის დადებითი შედეგები მოჰყვება.
“პარაფირება ეს არის ფორმულირებული შეთანხმება, ამის შემდეგ საქართველოს სჭირდება ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის თანხმობა ხელმოწერისთვის, შემდგომ კი იწყება თითოეულ წევრ სახელმწიფოსთან რატიფიცირების პროცესი. ამ ყველაფერთან ერთად აუცილებელია დოკუმენტს რატიფიცირება ევროპის პარლამენტმაც გაუკეთოს. საბოლოო რატიფიცირებამდე კი შესაძლოა იყოს მთლიანი შეთანხმების წინასწარი აპლიკაცია, რომელსაც საქართველოსთვის დადებითი შედეგები მოჰყვება”.
“აღმოსაველთ პარტნიორობის” მესამე სამიტი ხვალ ვილნიუსში მასშტაბური მიღებით გაიხსნება. სამიტის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად ისევ უკრაინის გადაწყვეტილება რჩება. ლიტვის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ საქართველო და მოლდოვა ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას მოახდენენ.