“საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი~-ს 78-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ბიუჯეტის პროექტის შესწორებული (მითითებული შენიშვნების გათვალისწინებით) ვარიანტი, საკრებულოში უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2013 წლის 10 დეკემბრისა”, _ გვითხრა კობა ხაბალაშვილმა.
სამართლებრივი ხასიათის შენიშვნებში წერია: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარმოდგენილ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტი~-ს პროექტს არ გააჩნია ნორმატიული აქტის რეკვიზიტები, რაც ეწინააღმდეგება ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლს, რომლის თანახმადაც ნორმატიულ აქტს (მათ შორის ნორმატიული აქტის პროექტსაც) უნდა გააჩნდეს შემდეგი რეკვიზიტები: ნორმატიული აქტის სახე; ნორმატიული აქტის სათაური; ნორმატიული აქტის ძალაში შესვლის თარიღი; ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) დასახელება და ა.შ; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარმოდგენილ მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში ასევე მითითებული უნდა იქნეს ნორმატიული აქტის პროექტის მიღების (გამოცემის) მიზეზი და პროექტის ავტორი (ავტორები) და წარმდგენი ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად; პროექტზე თანდართული პრიორიტეტების დოკუმენტი არ შეიცავს ხარჯების აგრეგირებულ მაჩვენებლებს, მაშინ როდესაც საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 76-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას – გასული, მიმდინარე, დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების, ფინანსური და არაფინანსური აქტივებით ოპერაციებისა და ვალდებულებების აგრეგირებულ მაჩვენებლებს;. პროექტის I-ლი თავის მე-4 მუხლში მითითებული გადასახადი ფიზიკურ პირთა ქონებაზე (გარდა მიწისა) მოითხოვს დაკონკრეტებას, ვინაიდან საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს #672 ბრძანების III-ე თანახმად (ცხრილი #1) 113113 კლასიფიკაციის კოდი ფიზიკურ პირთა ქონებაზე (გარდა მიწისა) გადასახადი მოიცავს: ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებულ ქონებაზე; არაეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებულ უძრავ ქონებაზე; საქართველოში რეგისტრირებულ მსუბუქ ავტომობილებზე; საქართველოში რეგისტრირებულ იახტებზე (კატარღებზე); საქართველოში რეგისტრირებულ თვითმფრინავებზე; საქართველოში რეგისტრირებულ შვეულმფრენებზე – ეს სამართლებრივი შენიშვნების ერთი ნაწილია.
რაც შეეხება ფინანსური ხასიათის შენიშვნებს, “გურია ნიუსი” უცვლელად გთავაზოვბთ: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ძირითადი მონაცემები 2012-2017 წლებში, რომელიც ეხება ბიუჯეტის შემოსულობებს (ცხრილი) 2015-2016-2017 წლის საპროგნოზო მაჩვენებლებში არ არის ფინასური ზრდა ნაჩვენები, შესაბამისად ხარჯვით ნაწილის ორგანიზაციულ კოდებში იგივე ციფრებია ნაჩვენები. არ არის გათვალისწინებული ფინანსური ზრდა; ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (ქვეკოდი, საგზაო ინფრასტრუქტირის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა) წარმოდგენილი პრიორიტეტების დოკუმენტით ნაჩვენები არის,რომ ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული ცენტრალური გზებიის მდგომარეობის შენარჩუნება, რაც კომისიებს არასწორად მიგვაჩნია. პრორიტეტად მიგვაჩნია, ახალი მიმართულებით გზების სრული რეაბილიტირება. ასევე სასურველი იქნება, პრიორიტეტების დოკუმენტშივე ნაჩვენები იყოს კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროქტები, რომლის განხორციელებასაც ამ პერიოდში აპირებს მუნიციპალიტეტი; პრიორიტეტის დოკუმენტში საერთოდ არ არის ნაჩვენები წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება და მუნიციპალიტეტის ხედვა წყალმომარაგებასთან დაკავშირებით, რაც მოსახლეობის მტკივნეული საკითხია; სპორტული ღონისძიბების დაფინანსებაში შედის სპორტული (4.1.1.) `სპორტის განვითარების საინფორმაციო, ანალიტიკური და მეთოდური დახმარების ცენტრი, რომლის მიზანია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სპორტული ორგანიზაციების, სახეობების, კლუბების საქმიანობის შესახებ საინფორმაციო ბაზის შექმნა; დაწესებულებებში სპორტულ გამაჯანსაღებელი მეთოდოლოგიის შემუშავების ხელშეწყობა. ამ ორგანიზაციის დაფინანსება 2014 წლის ბიუჯეტში არა რის გათალისწინებული.
ასევე საკრებულომ შენიშვნები და რეკომენდაციები 2014 წლის ბიუჯეტის პროგრამული ნაწილის პროექტზეც გააკეთა: 2014 წლის ბიუჯეტის შემოსულობები შეადგენს 11557.8 ათ. ლარს, მათ შორის შემოსავლები 11457,8 ათ. ლარი და არაფინანსური აქტივების კლება 100.0 ათ. ლარი. 2014 წლის ბიუჯეტის პროექტში საკუთარი შემოსავლები შეადგენს 2808. 8 ათ. ლარს, რაც მიმდინარე წლის დაზუსტებულ ბიჯეტთან შედარებით გაზრდილია 90.5 ათ. ლარით,. ხოლო 2012 წელთან შედარებით ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლები შემცირებულია 550,0 ათ. ლარით; გზების რეაბილიოტაციისა და მოვლა-შენახვის პროგრამა (ქვეკოდი 03.01.01) 50.0. ათ ლარი, ბინათმშენებლობა (ქვეკოდი 03.02.02) 75.0 ათ ლარიი, ინფრასტრუქტირის სამუშაოები 35.0 ათ ლარი – საერთო თანხით 475.0 ათ ლარითაა წაროდგენილი. საჭიროა ჩანდეს, კონკრეტულად რა სამუშაოებისთვის არის გამოყოფილი აღნმიშნული თანხები; ბინათმშენებლობა (ქვეკოდი 03.02.02) დაფინასების ფარგლებში უნდა განხორციელდეს მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების კეთილმოწყობა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგონბების ხელშეწყობა, პროგრამით არ არის ნაჩვენები რაა მუნიციპალიტეტის ფინანსური წილი ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით; ბიუჯეტის პროექტში არა არის წარმოდგენილი კულტურულ-სპორტული და ახალგაზრდული პროგრამული ღონისძიებების ნუსხა და დაფინანსება.
“ეს ბიუჯეტის პროექტი დავაბრუნეთ უკან, რადგან კონკრეტიკა არ იყო ბევრ საკითხებში და თავიდან უნდა გადაიხედოს, ბევრი რამ არის შესასწროებელი. არსებობს ისეთი პროგრამები, რომლის დაუფინანსებლობა არ შეიძლება. მაგალითად, სოციალურ საკითხებზე უფრო მეტი დაფინანსება უნდა მოდიოდეს, რადგან ხშირად ამ კუთხით შემოდის წერილი მოსახლეობისგან. ჩვენი საზოგადოების სოციალური ფონის შეცვლა მნიშვნელოვანი საკითხია და ამის გამო ვამბობ, რომ ამ კუთხით უფრო მეტი ყურადღება არის მისაქცევი. ასევე კარგი იქნება კულტურის სფეროს თუ მიექცევა ყურადღება. უნდა მოხდეს უფრო მეტი გადახედვა კულტურულ პროექტებზე და რაც მნიშვნელოვანი არის მუნიციპალიტეტისთვის ის უნდა დაფინანსდეს”, _ ამბობს “გურია ნიუსთან” საუბრის დროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი და ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ლევან ნინიძე.