მისი თქმით, უკრაინისა და მოლდოვასგან განსხვავებით საქართველო წმინდა ეკონომიკური კუთხით უფრო დაცულია. აბაშიძემ გაიხსენა 1936 წელს ლუქსემბურგში საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერა. მან აღნიშნა,რომ ევროპასთან ურთიერთობის ამ პირველმა დოკუმენტმა ბევრ კარგ საქმეს შეუწყო ხელი.
“როცა ჩვენ ამ დოკუმენტს ვაწერდით ხელს, სულ ვოცნებობდით იმ მომენტზე, რაც დიდი ხნის მერე დადგა. პარაფირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა ევროპასთან ურთიერთობას სულ სხვა ეტაპზე გადაიყვანს. მინდა ხაზი გავუსვა-შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ევროკავშირთან, სრულიადაც არ უშლის ხელს რომელიმე სხვა მეზობელთან ან პარტნიორებთან გვქონდეს ასეთივე ლიბერალური რეჟიმი. თურქეთთან ძალიან ლიბერალური რეჟიმი გვაქვს ვაჭრობის. ახლახანს რუსეთთან დავიწყეთ სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა. როცა 90-იან წლებში დსთ-ს წევრი სახელმწიფო ვიყავით, მაშინ ბევრი ხელშეკრულება გაფორმდა რუსეთთან და სხვა ქვეყნებთან დსთ-ს ფარგლებში. ეს ხელშეკრულებები არავის გაუუქმებია, ახლა როცა რუსეთთან აღვადგინეთ სავაჭრო ურთიერთობა, ისევ ამ ხელშეკრულებების ფარგლებში ხდება ეს ყველაფერი. ვაჭრობის თვალსაზრისით საკმაოდ კომფორტული ხელშეკრულებებია, ასე რომ ერთი მეორეს ხელს არ უშლის. ჩვენი მიზანია რაც შეიძლება ბევრ ქვეყანასთან გვქონდეს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი”.
აბაშიძემ აღნიშნა, რომ რუსულ ბაზარზე გასვლა მაინც სარისკოა, თუმცა იმ ბიზნესმენებმა, რომლებმაც ამ მიმართულებით გადადგეს ნაბიჯი, კარგად იციან ამ რისკის არსებობის შესახებ, თუმცა თუ რაიმე დარღვევებს ექნება ადგილი, მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაცია უყურადღებოდ არ დატოვებს.
“როდესაც ბიზნესმენები მიდიან რუსულ ბაზარზე იციან, რომ ეს შეიძლება იყოს პოლიტიკასთან დაკავშირებული რისკი, თუ კი რამე მნიშვნელოვან დარღვევას ექნება ადგილი ამისთვის არსებობს მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაცია, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ მუქი პროგნოზების კეთებისაგან თავი უნდა შევიკაოთ. ჩვენი ექსპორტი არ ქმნის ისეთ სურათს საქართველო დამოკიდებული რომ გახდეს რუსულ ეკონომიკაზე. ჩვენი გათვლებით მომავალი წლის ბოლომდე ექსპორტი 100 მილიონი დოლარი, ეს კი არ არის ასტრომატიკული ციფრი”.
აბაშიძე რუსეთთან ვიზების საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ ვიზების გაუქმების საკითხი კავშირშია დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასთან და სავიზო რეჟიმის გაუქმება მოსალოდნელი არ არის.
“ეს საკითხი დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენასთან არის კავშირში. რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმება მოსალოდნელი არ არის. რადგანაც დილომაპტიური ურთიერთობის აღდგენა ვერ მოხერხდება, ამ გადაწყვეტილებით გამოვა რომ ჩვენ თანახმა ვართ ერთ ქვეყანაში სამი საელჩო არსებობდეს. ეს კი ჩვენი ხალხის და საერთაშორისო თანამეგობრობის ინტერესებთან თანხვედრაში არ მოდის. ჩვენ ვნახეთ ვიზების გამარტივების სტატისტიკა, სადაც შარშანდელთან შედარებით ვიზების გაცემის რაოდენობა გაზრდილია”.
პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი სამომავლო ურთიერთობებზეც ალაპარაკდა და აღნიშნა, რომ სავაჭრო ურთიერთობების შემდგომ ეტაპზე დიალოგი უნდა გაგრძელდეს.
“დიალოგი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. შეიძლება საუბარი ასევე დაიწყოს კომერციული პროექტების ხელშეწყობაზე. რუსული კომპანიები დაინტერესებული არიან ჩვენი პორტებით. ასევე მიმდინარეობს საუბარი ყაზბეგი-ლარსის მიმართულებით, მლეთა-კობის მონაკვეთზე გაკეთდეს გვირაბი რომელიც მთელი წლის მანძილზე აამუშავებს ამ მიმართულებას”.