როგორც ცნობილია, ცენტრალური ბიუჯეტიდან გადმორიცხული 16 მილიონი ლარი, რომელიც ქალაქში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე უნდა გახარჯულიყო, ამ დრომდე აუთვისებელი რჩება. მურღულიას განცხადებით, ის მოლაპარაკებებს აწარმოებს შესაბამის სტრუქტურებთან, რომ ამ თანხის უკან დაბრუნება არ მოხდეს და ის მომავალ წელს დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროეტებზე გაიხარჯოს.
რაც შეეხება ქალაქში ახლად გარემონტებულ ოპერის თეატრსა და ცენტრალურ მოედანს, რომლის რეაბილიტაცია მიუხედავად იმისა, რომ დასრულებული და ჩაბარებულია, მაინც დაუსრულებლად მიმდინარეობს, მურღულია აღნიშნავს, რომ ქალაქის მერია ძირითადად, ახლა პროექტებზეა ორიენტირებული. თუმცა, იმ ობქტებს რომელზეც საგარანტიო ვადები ისევ ასებობს, მოკვლევა გაგრძელდება და სამქის შემსრულებელიც ვალდებული იქნება ნაკისრი ვალდებულება შეასრულოს.
“პირველ რიგში, ჩვენ მიმდინარე პროექტებით ვინტერესდებით და ამ ეტაპზე ფორმულირება მიდის. მომდევნო წელს ძირითადი რესურსი სწორედ ამ ახალ პროექტებზე იხარჯება. რაც შეხება ადრე გაკეთებულ, რეაბილიტირებულ ინფრასტრუქტურას, რომელსაც საგარანტიო ვადები ახლაც აქვს, ზედამხედველობის სამსახურს დაევალა, რომ ყველაფერი ეს შეისწავლოს და შესაბამისად, შიდა აუდიტის სამსახურსაც, რომ თუ სადმე ხარვეზები ფიქსირდება და საგარანტიო პერიოდზეც დგას, აუცილებლად უნდა მოხდეს მათი გამოსწორება. სადაც საგარანტიო ვადები გასულია და რაიმე კითხვის ნიშანი გაჩნდება, თქვენ იცით, რომ მერია მოკვლევის უფლებით არ სარგებლობს, ეს საკითხები შესაბამის სამსახურებში იქნება გადაგზავნილი. შემდეგ უკვე სისხლის სამართლებრივი გამოძიება დაიწყება თუ – არა, ეს შესაბამისი ორგანოების გადასაწყვეტია. თუმცა, არის რამდენიმე ობიექტი, იგივე სახანძრო, რომელიც ბოლომდე დასრულებული არ არის. წყალი ჩამოდის. რა თქმა უნდა, დავავალე, რომ ეს ყველაფერი შეისწავლონ, ხელშეკრულებები ამოიღონ და მან, ვინც გააკეთა ეს, გამოასწროს,” _ განაცხადა შოთა მურღულიამ.
ქუთაისის მერი ქალაქის ბიუეჯტის სიმწირეზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის რესურსების მოძიება მიმდინარეობს, დამატებით როგორც შეიძლება დაფინანსდეს ქალაქის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის გზები. მისივე განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტების ძრითადი ნაწილი ცენტრალური მთავრობის დაკვეთით განხორციელდება.
“ქუთაისის ბიუჯეტი საკმაოდ მწირია იმ საჭიროებებიდან გამომდინარე, რაც ქალაქში არსებობს. ამიტომ, მე რაც დამხვდა ბიუჯეტი და ვნახე, პრაქტიკულად ინფრასტრუქტურაზე იყო შემცირებული თანხები. მინდა, ეს თანხები გავზარდო და ახლა ყოველდღიურ რეჟიმში გავდივართ საბიუჯეტო რესურსებს. იმიტომ, რომ ბევრი მოთხოვნაა და ვეძებთ სად შეიძლება ამ რესურსის მოპოვება. ეს არის ერთი თემა. რაც შეეხება თვითონ ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცის, ეს ადრე წლებშიც ასე იყო და 2014 შიც ასე იქნება. ინფრასტრუქტრული პროექტების ძირითადი ნაწილი მოთხოვნილი იქნება ცენტრალური ხელისუფლებიდან, შესაბამისი ტრანსფერის მეშვეობით. ჩვენ ვსაუბრობთ როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდთან, ვსაუბრობთ სხვადასხვა დონორ ორგანიზაციებთან. გასაგებია 3 და 4 თვეში ვერ მოხდება დაფინასების მიღება, მაგრამ არსებობს რეალური შანსი, რომ გავწეროთ გეგმა, რომელშიც უკვე დიდი დონორების მიერ ქვეყნისთვის გამოყოფილი თანხებიდან ქუთაისში მსხვილი პროექტები განხორციელდეს. ჩვენ გვაქვს ერთი მიმდინარე პრობლემა, რომ დაახლოებით 16 მილიონი ლარი გამოეყო 2013 წელს ცენტრალური ხელისუფლებიდან ადგილობრივ ხელისუფლებას ქუთაისს. პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ამ თანხის საკმაოდ დიდი ნაწილი აუთვისებელია. შესაბამისად, ეს სამუშაოები გადავადდება 2014 წელს.
ჩვენ ვმუშაოვთ და პრაქტიკულად მიღწეული გვაქვს შეთანხმება. თუმცა, ამას დადასტურება სჭირდება, რომ ეს თანხები არ დაბრუნდეს ცენტრალურ ბიუჯეტში.
თუ ფინანსთა სამინისტრო მოითხოვს, ყველა თვითმმართველობა ვალდებულია დააბრუნოს. თუმცა, როგორც ჩემთვისაა ცნობილი, გამონაკლისი იქნება. ქალაქში სავალალო მდგომარეობაა ინფრასტრუქტურის ამ მიმართულებით. თუმცა, მოლოდინი იმის შესახებ, რომ სრულად მოწესრიგდება, არალეარულია. ამას წლები სჭირდება, მაგრამ პროგრესი უნდა იყოს,” _ განაცახდა მურღულიამ.