“აღნიშნული შენობა დღის განმავლობაში საშუალოდ 15.000 ადამიანს ემსახურება, რომელთა სიცოცხლე საფრხის ქვეშაა. ჩვენს შეშფოთებას ამძაფრებს ის გარემოება, რომ მსგავსი ტექნიკური პრობლემა შეექმნა წინა ხელისუფლების პირობებში ყველა ახლად აშენებულ თუ რეკონსტრუირებულ შენობას. მოსახლეობას ახსოვს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის, ქუთაისის პარლამენტის შენობის, გორში და სხვა ქალაქებში რეაბილიტირებული შენობების სახურავების ნგრევის ფაქტები.
გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული შემთხვევები საფრთხეს უქმნის მოსახლეობის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, მიგვაჩნია შეიქმნას კვალიფიციური პირებისა და ორგანიზაციების მიერ შემდგარი კომისია, რომელიც საფუძვლიანად შეისწავლის მსგავსი სახის ყველა შენობა-ნაგებობის მდგრადობასა და მასში დაცულ უსაფრთხოების ნორმებს.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ქუთაისის პარლამენტის შენობა დღემდე არ არის მიღებული ექსპლუატაციაში, რადგან ვერ აკმაყოფილებს უსაფრთხოების სტანდარტებს.
შექმნილმა კომისიამ, ასევე უნდა გამოიკვლიოს დაშვებულ იქნა თუ არა მშენებლობის დროს ხარვეზები და რა იყო ამის გამომწვევი მიზეზი. ორგანიზაცია გამოდის ინიციატივით მოხდეს ამ სახის შენობების დაზღვევა, რათა მომხდარი შემთხვევები მძიმე ტვირთად არ დააწვეს სახელმწიფო ბიუჯეტს,” _ ნათქვამია განცხადებაში.