“ხომ არ ჯობდა ერთი საპარლამენტო მანდატი გადაგვეცა პატრიარქისთვის?!”, _ ასე შეაფასა პატრიარქის ქადაგება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა თამარ კორძაიამ, რასაც მოგვიანებით საზოგადოებრივი კომუნიკაციების სპეციალისტი არჩილ გამზარდია გამოუეხმაურა.
“პარლამენტის წევრი თამარ კორძაია განცხადებას აკეთებს, რომლის მიხედვითაც პატრიარქს ხელისუფლებაში ჩარევაში ადანაშაულებს და პატრიარქს მიუთითებს, რომ გაუაზრებელი განცხადებები არ გააკეთოს, მსურს ჩემი პოზიცია გამოვხატო თამარ კორძაიას განცხადებასთან დაკავშირებით – კორძაია ხელისუფლების მუშაობას დახურულ და ჩაკეტილ რეჟიმად განიხილავს? ქალბატონი თამარის მიდგომა კლასიკური კომუნისტური და ზოგადად ბლშევიკური სულისკვეთებაა… მე მგონი, ამ ქალბატონს უფრო უნდა აუხსნან, რა არის ხელისუფლების სივრცე და რა ღია საზოგადოების სივრცე, რომლის შესახებაც, ჩანს, კორძაიას ბევრი არაფერი გაეგება ან გაიძვერობს.
მორიდებით შევახსენებდი ქალბატონ კორძაიას, რომ საზოგადოებრივი პროცესები თანამედროვე ეპოქაში ღია და გახსნილი პროცესებია, პატრიარქი და სასულიერო პირები ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან და სარგებლობენ უფლებით, გამოხატონ აზრი საკუთარი ქვეყნის შესახებ.
ასევე მიმაჩნია, რომ თამარ კორძაიამ ბოდიში უნდა მოუხადოს საზოგადოებას საზოგადოების შეურაცხჰყოფისათვის. არ დაავიწყდეს, რომ ის, როგორც დეპუტატი, საზოგადოების რჩეულად ითვლება მხოლოდ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ იყო რეკლამირებული, სხვა მხრივ კი არაფრით საინტერესო არ ყოფილა, ასევე არანაირი მისი ღვაწლი არ გვახსენდება საზოგადოებას და შეურაცხჰყოფას აყენებდეს პარლამენტის წევრი საზოგადოებრივი ნდობით აღწურვილ პირებს, იგივეა რაც საზოგადოებას მიაყენოს შეურაცხჰყოფა.
ვფიქრობ, ამ ძალიან საშიში პრეცენდენტის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება და საზოგადოებამ, მინიმუმ ბოდიშის მოხდა უნდა მოსთხოვოს ამ პირს. ჩანს, მას ავიწყდება, რომ ის საზოგადოებრივი სექტორის წარმომადგენელი არაა და პარლამენტის წევრია. იქნებ, დროა, საზოგადოებამ მივუთითოთ მას თავის ადგილი.
იმედი მაქვს, ქალბატონ კორძაიას შესაბამის პასუხს გასცემენ სხვებიც.
ვფიქრობ, საქმე გვაქვს მიზანმიმართულ მადისკრედიტირებელ კამპანიასთან, რომლის სივრცე ახლა ჟურნალისტური ქარტიის ყოფილი წევრების, ამჟამად კი საეჭვო კუთხით რესპუბლიკელების ინტერესებზე თახვედრით წარმოდგენილ პირებზე მოდის.
პირებს, რომელიც მიზაანმიმართულად ცდილობენ ანტისაზოგადოებრივი კამპანიების წარმოებას, საზოგადოებამ პასუხი უნდა მოსთხოვოს, მათ შორის ამ მიზანმიმართული და დაგეგმილი კამპანიის შესახებაც, რომლის მიზანია პატრიარქის დისკრედიტაციაა.
ცხადია, რომ მოცემული პირები პირადი ინტერესებით მოქმედებენ, თუმცა, ჩანს, არატოლერანტული და ძალადობრივი მიდგომა საეკლესიო სივრცის მიმართ უკვე აქტიურ ფაზაში გადადის, რაც მთელი საზოგადოების მიმართ შეურაცხმყოფელ და მადისკრედიტირებელ განცხადებებსა და ღონისძიებებში გადადის”, _ წერს გამზარდია “ფეისბუქის” გვერდზე.