ბრალდებულებმა ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე მშენებარე ობიექტიდან სამშენებლო იარაღი და მასალები მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ აღნიშნულ ქურდობამდე 2 დღით ადრე მამუკა ჩ-მ ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი ბინიდან საყოფაცხოვრებო ტექნიკა მოიპარა.
სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით).