მისივე განცხადებით, ამ ფაქტს მისი მოადგილე არჩილ თალაკვაძე შეესწრო.
“მე შემიძლია გითხრათ ერთი რამ, რომ ჩემი მოადგილე არჩილ თალაკვაძე უშუალოდ იყო დაწესებულებაში და პირდაპირ შეესწრო ამ ფაქტს, როდესაც ადამიანი იყო გარდაცვლილი. საეჭვო იქ არაფერი არ არის გარდა იმისა, რომ გამოსაძიებელია იმ თანამშრომლების საქმიანობა, რომლებმაც არ მიაქციეს დროული ყურადღება ბრალდებულს”, _ განაცხადა მინისტრმა.