_ ლანჩხუთში საკმაოდ აქტუალურია თემა კლუბი “გურია” და მასთან დაკავშირებული საკითხები, მოგეხსენებათ არის ფინანსური კრიზისი და რა შეგიძლიათ გვითხრათ?
_ სამწუხაროდ ვრცლად ვერაფერს ვერ გეტყვით, თემა არის ესეთი, რომ ეს არის ძალიან დიდი კრიზისი კლუბთან დაკავშირებით. რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, არის საბანკო კრედიტი, საბანკო ვალდებულებები, არის ძალიან ცუდი ვითარება კლუბში ადმინისტრირების თვალსაზრისით, ასევე ფინანსირების თვალსაზრისით. ის, რომ ლანჩხუთისთვის ლანჩხუთის “გურია” მართლაც ისტორიული მომენტია, ამაზე დავა შეუძლებელია, რომ უნდა გამოსწორდეს სიტუაცია და რაღაცეები გაირკვეს ესეც უდაოა. არასაკმარისი დროა ჯერ ჩემთვის, რომ ყველაფერში ფიზიკურად გავრკვე.
_ ანუ კონკრეტული პასუხი?
_ კლუბი უნდა გადავარჩინოთ. ვერ დაგპირდებით, რომ ეს ამ ორ დღეში მოხერხდება, მაგრამ აუცილებლად მოვძებნით გზას, რომ კლუბი კრიზისიდან ვიხსნათ.