აღნიშნულ შეთანხმებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრმა ხოსე მანუელ გარსია-მარგალო მარფილმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ესპანეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში მოაწერეს ხელი.
“საქართველოს და ესპანეთის სამეფოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ” შეთანხმება მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ ის საქართველოს და ესპანეთის სამეფოს შესაბამის უწყებებს შორის ოპერატიულ-სამძებრო და სამხედრო ურთიერთთანამშრომლობის კუთხით გასაიდუმლოებული ინფორმაციის გაცვლას ითვალისწინებს.