ალექსანდრე ჭიკაიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შორის არსებული თანამშრომლობის მაღალ ხარისხზე ისაუბრა. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ურთიერთობები სამომავლოდ გაგრძელდება და მომავალში მისიის მანდატი გაფართოვდება.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ოკუპაციის ხაზზე და მის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ბოლო პერიოდში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მავთულხლართების და ღობეების მონტაჟის პროცესის განახლებით გამოწვეულ პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება.
მხარეებმა, აგრეთვე, გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების განახლების პერსპექტივებზე ისაუბრეს.