ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად, ციტრუსის ექსპორტი განახლდა როგორც საზღვაო, ისე სახმელეთო გზით. დღეის მონაცემებით, 30 000 ტონამდე ციტრუსის ექსპორტი უკვე განხორციელდა. არსებული მონაცემებით, სახმელეთო გზებით (ლარსისა და წითელი ხიდის გავლით) ყოველდღიურად ექსპორტზე 1000 ტონამდე მანდარინი გადის. ქართულ ციტრუსზე მოთხოვნა გაიზარდა უკრაინისა და რუსეთის ბაზრებზე.
შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ, შალვა ფიფია და არჩილ ხაბაძე გონიოს ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელ პავილიონში იმყოფებოდნენ, სადაც მანდარინის დახარისხებისა და საექსპორტოდ დაფასოების პროცესს დაესწრნენ. აღნიშნულ პავილიონში გონიოსა და მიმდებარე სოფლებიდან ციტრუსის მიღება აქტიურად მიმდინარეობს.
გონიოს ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი პუნქტიდან უკვე ექსპორტირებულია 600 ტონამდე მანდარინი. სეზონის დასრულებამდე აღნიშნული პავილიონდან რუსეთის მიმართულებით 1000 ტონა ციტრუსის ექსპორტი განხორციელდება.