“შეხვედრაზე ვარ და რამდენიმე წუთის შემდეგ დამიკავშრდით”, _ გვითხრა გურიის გუბერნატორმა. ჩვენ რამდენიმე წუთში ვცადეთ მასთან დაკავშირება, მაგრამ მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
ინგა დუმბაძე პროფესიით არის ბიოლოგი, ეკონომისტი. იგი მუშაობდა პედაგოგად, 1987-1995 წლებში ქ. ოზურგეთის საშუალო და პროფესიულ სასწავლებელში. 1995-2005 წლებში ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობებზე.
2005-2009 წლებში კომპანია “პრემიუმ ტრეიდი”-ის სავაჭრო წარმომადგენელად კავკასიაში.
2009-2013 “სოკარ-გაზი აჭარა”-ში დისტრიბუციისა და ანალიზის სამსახურის მთავარ სპეციალისტად.
მეუღლე შოთა ბერძენიშვილი იყო ოზურგეთის სამშენებლო სამრეწველო კომბინატის მთავარი ინჟინერი.
მამა ანზორ დუმბაძე იყო აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს რწმუნებული გურიის მხარეში.
ჰყავს ორი შვილი.