როგორც ანგარიშიდან ჩანს, ბორცვის მიმდებარედ შესწავლილია შუა საუკუნეების ე.წ. მარანი და ამავე პერიოდის სამაროვანი.
რაც შეეხება ბორცვზე მდებარე არქეოლოგიურ ობიექტს, ანგარიშის მიხედვით, მისი არსებობა არ დადასტურდა, რაც ეწინააღმდეგება საყდრისი-ყაჩაღიანის ბორცვზე ბოლო 7 წლის მანძილზე განხორციელებული კვლევების შედეგად შემუშავებულ ანგარიშებს, რომელთა მიხედვით აღნიშნულ ტერიტორიაზე დასტურდება პრეისტორიული პერიოდის (ენეოლით-ადრებრინჯაოს ხანა) კულტურული ფენები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “არქეოლოგთა გაერთიანების” მიერ განხორციელებული სამუშაოების ანგარიშზე დაყრდნობით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ვერ გასცემს დადებით დასკვნას სალიცენზიო ტერიტორიის ამ მონაკვეთში წიაღისეულის მოპოვებასა და მასთან დაკავშირებული სხვა სახის სამუშაოების განსახორციელებლად. ამდენად, ობიექტის სრულად შესწავლის მიზნით, საჭიროდ მიგვაჩნია, აღნიშნულ ბორცვზე ჩატარდეს არქეოლოგიური სამუშაოები. ამ აზრს ერთსულოვნად ადასტურებენ როგორც კულტურული მემივდრეობის დაცვის საბჭოს არქეოლოგიური სექციის წევრები, ასევე საბჭოს სხდომაზე მოწვეული არქეოლოგები.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ყურადსაღებია აგრეთვე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წერილში (#010107-397/517 23.12.2013) ცალსახად დაფიქსირებული პოზიცია საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს შესახებ.
პატივისცემით,
მინისტრი
გურამ ოდიშარია