პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ამ განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მას ისევე არ სჯერა საყვარელიძის განცხადების, როგორც თავად მერაბიშვილის განცხადების, თუმცა, აქვე აღნიშნა, რომ მოკვლევა ბოლომდე უნდა მივიდეს.
“მე ისევე არ მჯერა ეს განცხადება, როგორც ვანო მერაბიშვილის განცხადების არ მჯერა. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არაა იმის საფუძველი, რომ მოკვლევა ბოლომდე არ მივიდეს, არ გაკეთდეს ოფიციალური დასკვნა, თუ რასთან გვქონდა საქმე. მე რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, და ბატონმა სოზარმაც განაცხადა, მტკიცებულებების მოკვლევა გრძელდება და ბევრი ადამიანია გამოსაკითხი.შესაბამისად, დასრულდება ეს პროცესი”.
საყვარელიძის განცხადებას თავად სოზარ სუბარიც გამოეხმაურა და არასერიოზული უწოდა.
“ადამიანი, რომელსაც ოდესღაც პროკურორი ერქვა, ასეთ არასერიოზულ განცხადებას რომ აკეთებს, უბრალოდ სირცხვილია. თუ მას ჰყავს მოწმე, რომელიც ხელს იშვერს ჩემსკენ, წავიდეს პროკურატურაში, დაასახელოს ამ მოწმის გვარი და დაიწყოს გამოძიება. მაგრამ ან მას ატყუებენ, ან თავად იტყუებიან. თავად არკვიონ, ვინ რას შვრება. რაც შეეხება მოკვლევას, მასალები საზოგადოებისთვის ძალიან მალე გახდება ცნობილი,” _ განაცხადა სუბარმა.