იგი “გურია ნიუსთან” ამბობს, რომ სამსახური უკვე დატოვა.
“დამატებით იმის თქმა შემიძლია, რომ 21-ე საუკუნეში სკოლის მასწავლებელი სკოლაში უკანა კარიდან არ უნდა შედიოდეს, ეს იმიტომ, რომ სკოლის წინ მაღაზიაა, სადაც გარკვეული ვალი მაქვს. მე იმიტომ ვმუშაობ, რომ ანაზღაურება მივიღო, სახელმწიფოც იმიტომაა, რომ დაასაქმოს ადამიანი და შემდეგ შრომა აუნაზღაუროს, მე არაფერს განსაკუთრებულს არ ვითხოვ, მინდა ჩემი ნამუშევარი ამინაზღაურდეს. ერთი რიგითი მასწავლებელი ვარ, რომელიც სექტემბრიდან დაასაქმეს, იანვარი მოვიდა და ხელფასი არ ამიღია. როგორ გაირკვა ეს მარტო ლანჩხუთშ იდა ჩვენს სკოლაში არ ხდება, უკვე ძალიან ბევრი ფაქტები დაფიქსირდა, სადაც დირექტორებს ეჩხუბებიან დამლაგებლები, დარაჯები, მოდით, რა ნუ შემეწინააღმდეგებიან იმაში, რომ მე სოციალური ქსელის საშუალებით ჩემი აზრი გამოვხატე. მე ვფიქრობ, რომ რესურსცენტრი უნდა მეხმარებოდეს მე და არ მიკრძალავდეს ჩემი აზრის გამოხატვას, ინფორმაციას დამალვა არ უნდა, რომ ასეთი ცუდი მდგომარეობაა სკოლებში, პირიქით, უნდა გახმაურება. მე პრეტენზია მაქვს იმაზე, თუ დამასაქმე, მინდა ავიღო ანაზრაურება”, _ ამბობს ლადო აფხაზავა.
ლადო აფხაზავას კომენტარს სოციალურ ქსელშივე მოჰყვა გამოხმაურება ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელ ნინო ჩიტაძის მიერ. მოგვიანებით მან კომენტარი “გურია ნიუსთანაც” გააკეთა.
“ლადო აფხაზავას სტატუს რაც შეეხება, მასში ძალიან ბევრი უზუსტობაა, 5 თვე ხელფასს რომ ვერ აიღებ, იქ არ ხარ საჭირო ეს არის დასკვნა, რომელიც თვითონ გამოიტანა. ცოტა ხნის წინ ლადოც და სკოლის დირექტორიც ჩემთან იმყოფებოდნენ და ვკითხე ორივეს, იგრძნო თუ არა მან, რომ ის არ არის სკოლაში საჭირო, რაზეც მიპასუხა, რომ არ უგვრძნია. “ცუდია ამ სფეროში პედაგოგების აგდება და მოტყუება რომ დაიწყეს” – ესეც ტყუილია, მსგავს ფაქტს ადგილი არ ქონია. რაც შეეხება ხელფასებს, არ აგვიღია მომატებული ხელფასიო, კი ბატონო, არ აუღიათ, რასაც თავისი მზეზები აქვს. რა დღიდანაც დამტკიცდება შტატები, მაშინვე მიიღებენ გაზრდილ ხელფასს. 150 ლარზე ნაკლები ხელფასი არავის არ ექნება, როგორ შეიძლება 24 ლარზე მუშაობდეს ადამიანი?! თანხა უკვე ჩამორიცხულია, არ არის დამტკიცებული საშტატო განრიგი. მისი დამტკიცება საკმაოდ შრომატევადი საქმეა და დიდ დროს მოითხოვს. ვხვდები, რომ ძალიან გაიწელა რის გამოც მეც მიჩნდება პროტესტის გრძნობა, საუბარია ინდივიდუიალურად ყველა სკოლის საშტატო განრიგზე. ე. ი რა ხდება, ჩამოსულია სკოლის სპეციალური პროგრამა, სკოლის ვაუჩერული დაფინასების 100% -დან 92% უნდა გადანაწილდეს ხელფასებზე, ამ 92%- დან 18% მიდის ადმინისტრაციაზე. ამ გაანგარიშებაში უნდა ჩაჯდეს ყველა სკოლა, რაც ჩამოგვივიდა სექტემბრის ბოლოს და ნომემბრის დასაწყისამდე სკოლებთან ერთად მოვუნდით იმას, რომ ჩაგვეჯინა გაანგარიშებაში.
ზოგადად რატომ არის ასეთი პრობლემები ამ სფეროში: მოსწავლეთა რაოდენობა ყველა სკოლაში კლებულობს, გარდა ქალაქის #1 საჯარო სკოლისა. აქედან გამომდინარე ხდება პრობლმები, ვაუჩერიზაცია როცა მოსწავლეების რაოდენობა იკლებს, ისიც კლებულობს, მაგრამ პედაგოგები ისევ იმდენივე რჩება, არც გვაქვს ამის სურვილი, რომ ვინმე გავუშვათ, პირიქით, ვცდილობთ ადამიანები დავასაქმოთ, მაგრამ ფაქტიურად ჩნდება პრობლემა. ეს დაგროვილი პრობლემების შედეგია. 2010 წლის შემდეგ არ დამტკიცებულა საშტატო განრიგი, ამ ყველაფერს ძალიან კარგად იცილებდნენ თავიდან, ამის აღიარება არავის არ უნდა, არ შეიძლება ასე.
როგორც ვიცი, ონის, აბაშის, თბილისის დიდი ნაწილის საშტატო განრიგი უკვე დამტკიცებულია, შემდეგია რუსთავი. არავის დაეკარგება შრომა, ეს ადამაინაები წლებია ამ ხელფასებზე მუშაობენ, მოხდება კიდეც ხელფასის მატება, მაგრამ სამწუხაროდ დროში გაიწელა. საუბარის ხელფასის მატების კუთხით ტექ-პერსონალეზ, აქ საუბარია დირექტორზე, საქმის მწარომებელზე, დარაჯზე და დამლაგებელზე, არ ასის საუბარი პედაგოგებზე.
რაც შეეხება ლადოს შემთხვევას, საინფორმაციო მენეჯერის შტატი არ ქონდა ჩიბათის სკოლას, ჩამოვიდა სამინისტროდან გამზადებული ფორმები რომელ სკოლას ვინ შეუძლია იყოლიოს. როცა სკოლის დირექტორმა ნახა, რომ მას ქონდა სინფორმაციო მენეჯერის აყვანის უფლება, დაასაქმა ლადო აფხაზავა, არ დაადგა მის შტატში ჩასმას საშველი, შესაბამისად იმ მიზერულ ხელფასსაც კი ვერ იღებს, რაც გააჩნია. როგორც კი დამტკიცდება საშტატო განრიგი და ჩაჯდება ლადო შტატში, მას აუნაზღაურდება დავალიანება, ერთად შეიძლება ვერ მიეცეს, ეს სამინისტროს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული”, _ გვითხრა ჩიტაძემ.