გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა უკანონოდ შეიძინა და ნათესავის საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეინახა “იჟ-75”-ის ტიპის პისტოლეტი, “ვოლტრა პროფესიონალის”-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და 7 ვაზნა.
სამართალდამცველებმა აღნიშნული ბინის ჩხრეკისას უკანონო იარაღი ამოიღეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).