სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ დეპუტატები: ჯ. საჯაია; ა. გასვიანი; ა. მარშანია; რ. შამუგია; მ. კვარაცხელია; შ. ხეცურიანი და თ. ლორთქიფანიძე. მათ დეტალურად განიხილეს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს მიერ აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის დროებითი მოვალეობის შემსრულებლად ვახტანგ ყოლბაიას დანიშვნასთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაცია.
კომისია მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გადაწყვეტილება ყოლბაიას დანიშვნასთან დაკავშირებით ნაჩქარევად იქნა მიღებული.
“ამ გადაწყვეტილების გამო აღმოვჩნდით წინააღმდეგობაში აფხაზეთის ა/რ კანონმდებლობასთან, შევედით კონფლიქტში დევნილ მოსახლეობასთან და სერიოზულად შეილახა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს იმიჯი. ვთვლით, რომ აფხაზეთის ა/რ უმაღლესმა საბჭომ უნდა განიხილოს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის დროებით მოვალეობის შემსრულებლად ვ. ყოლბაიას დანიშვნის გადაწყვეტილების გადახედვის საკითხი,“ _ აცხადებენ კომისიის წევრები.
კომისიამ დაადგინა: “ეთხოვოს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს განიხილოს ვახტანგ ყოლბაიას დანიშვნის ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილების გადახედვის საკითხი”.