და აღნიშნავს, რომ უმრავლესობამ ბრიუსელში ყველა პროცედურული ხერხი გამოიყენა, რათა რეზოლუციაში ვანო მერაბიშვილის სახელი არ ჩაწერილიყო. მისი თქმით “ქართულ ოცნებას” ეროვნული ინტერესები ნაკლებად ესმის, რაც ქვეყნისთვის და მისი ევროპული კურსისთვის საზიანოა.”
“ევრონესტის” საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში მკაფიოდ ჩაიწერა, რომ დაუშვებელია შერჩეული სამართლის გამოყენება და პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმები. ეს არის მკაფიო სიგნალი საქართველოს მთავრობის მიმართ, რომ მისი პოლიტიკა ბადებს კითხვებს საქართველოს ევროპულ მომავალთან მიმართებაში. “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა გამოიყენა სპეციფიური პროცედურული წესი, რომლის გამოყენება შეუძლია დელეგაციებს მხოლოდ ისეთი საკითხების დროს, რომლებიც ეხება ქვეყნის სუვერენიტეტს და ეროვნულ ინტერესებს, იმისთვის რომ არ ჩაწერილიყო რეზოლუციაში ვანო მერაბიშვილის გვარი. მიუხედავად იმისა, რომ პრინციპების დონეზე მაინც დაფიქსირდა ეს ყველაფერი, მინდა აღვნიშნო, რომ ხმების რაოდენობა იყო 28 /18 ზე. “ქართული ოცნება” იყო სრულ უმცირესობაში, მაგრამ გამოიყენა ეს წესი. როგორც ჩანს “ქართულ ოცნებას” ეროვნული ინტერესები და სუვერენიტეტი ესმის, როგორც “ქართული ოცნების” ინტერესები, რაც, რა თქმა უნდა, საზიანოა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ხელს უწყობს ძალიან სწრაფი ტემპებით “ქართული ოცნების” დისკრედიტაციას,” _ განაცხადა ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი კანდელაკმა.