_ “ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენი სახელით გავრცელებულ განცხადებას რომ გავეცანი პირველი ის ვიფიქრე, რომ ამ განცხადებას მიშაც სიამოვნებით მოაწერდა ხელს და არა მარტო…
ვფიქრობ, რომ ყველა დემოკრატი პოლიტიკური ლიდერი გააკეთებს ასეთ განცხადებას, ოღონდ მაღალი საერთაშორისო ტრიბუნებიდან.
ახლა ტრაგედიაა საქართველოში, ახლა დიდი ემოცია და ტკივილია და ჩვენს ხალხს სხვა სიტყვა სჭირდება. არა ყალბი ნუგეში, არამედ პემიერ-მინისტრის და მისი კაბინეტის რეალური ხედვა რა იქნება შემდეგ…
მინდა შეგახსენოთ, რომ ამ ღია მიმართვას თქვენდამი ამ წამიერი ტკივილი და ემოცია არ მალაპარაკებს, მხოლოდ…
მინდა შეგახსენოთ, რომ 2009 წლის ნოებრის შემდეგ, რაც საქართველო ნატოს ISAF-ის მისიას შეუერთდა და გაჩნდა პირველივე მსხვერპლი, მას შემდეგ ქართული და საერთაშოისო საზოგადოება, ხშირად ისმენდა ჩემს პოლიტიკური მოთხოვნებს, რათა საქართველოს ხელისუფლებას გადაეხედა სამშვიდობი მისიებში ქართული სამხედრო კონტიგენტის რაოდენობისა და მასშტაბის შესახებ, ისე როგორც ეს შეესატყვისებოდა სახელმწიფოებრივად დაშლილ და ალიანსის არა წევრ ქვეყანას.
ასეთი განცხადებებით და მოწოდებებით, სამწუხაროდ, დიდ ხანს ვიყავი მარტოდ, სამწუხაროდ ერთადერთი მოკავშირის ამარა დავრჩი მთელი გასული ხნის მანძილზე და ეს მოკავშირე რადიო თავისუფლების ჟურნალისტი და სამხედრო ექსპერტი კობა ლიკლიკაძე იყო, რომელიც დღესაც ყველაზე მამაც, სამართლიან და კვალიფიციურ განცხადებებს აკეთებს.
ამ მოწოდებებს ქვეყნის შიგნით და გარეთ ვაკეთებდი როგორც ქალი, დედა და პოლიტიკოსი, რომელსაც მიაჩნია, რომ საქართველო აუცილებლად უნდა მონაწილებდეს ასეთ საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში, მაგრამ არა ამ მასტაბით, არა ამ გაუგონარი რაოდენობით, არა ჰელმანდის პროვინციაში, რომელიც ნამდვილ სასაკლაოდ იქცა…
ჩვენ, ნატოს არაწევრი ქვეყანა რაოდენობით მეორე ვართ ავღანეთში სამხედრო მოსამსახირეთა რაოდენობით; ჩვენი სამხედრო მოსამსახურენი გამწესებულნი არიან ნამდვილ სასაკლაოზე, სადაც თალიბები დაუფარავად აცხადებენ სეზონურ “ნადირობებს”.
ამ ხნის მანძილზე საქართველოს 29 ვაჟკაცი მოუკლეს, უამრავი დაასახიჩრეს…
ბატონო პრემიერ-მინისტრო! _ მე ხშირად ვესწრები საერთაშორისო შეხვედრებს, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის SDA-ის ფორმატით.
მინდა გითხრათ, რომ ყველა ქვეყანას ზუსტად ესმის ანიტიტერორისტულ მისიაში მონაწილების მნიშვნელობა, მაგრამ არავინ მორცხვად არ უყურებს მათი ჯარისკაცების უსაფრთხოებას, პირიქით…
მოიწვიეთ კაბინეტის სხდომა და გადახედეთ ამ საერთაშორისო მისიაში საქართველოს მონაწილეობის ხვედრით წილს, სამხედრო მოსამსახურეების ამ რაოდენობას ( ბოლო ინფორმაციით 1 685 სამხედრო ) და კიდევ ერთ მთავარ საკითხს და კითხვას_ როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა შეთანხმდა , რომ 2014 წლის ბოლოს დაასრულებს ამ მისიას და ავღანეთის შეარარებულ ძალებს გადასცემს შესაძლებლობას თავადვე განაგრძონ უსაფრთხოების პოლიტიკა, რატომ კეთება თქვენი კაბინეტის სახელით ოფიციალური განცხადებები, რომ საქართველო 2014 წლის შემდეგაც გააგრძელებს ავღანეთში ყოფნას…
კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დაღუპილთა ოჯახებს, დედებს და მთელს საქართველოს” _ აღნიშნულია კირთაძის წერილში.