სატელეფონო საუბრისას აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ღრმა მწუხარება გამოთქვა ქართულ ბაზაზე თავდასხმის შედეგად დაღუპული ქართველი სამხედროების გამო და პირადად სთხოვა ირაკლი ალასანიას, აშშ-ის მთავრობის სახელით, გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმროს.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ მხარს უჭერს და აფასებს საქართველოს კონტრიბუციას საერთაშორისო ოპერაციებში. საუბრისას მან კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მამაცობასა და პროფესიონალიზმზეც, _ იუწყება თავდაცვის სამინისტრო.