_ მე ვფიქრობ, რომ ქართველი ჯარისკაცები არ არიან იქ სხვის ომში, ის არის საქართველოს ომიც იმიტომ, რომ თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს გაერთიანებული ძალები ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ებრძვის ძალიან დიდ ბოროტებას ავღანეთში. ეს არის ფუნდამეტალიზმის და ტერორის საფრთხე, რომელიც საქართველოსთვის არ არის დაბალი ხარისხის საფრთხე.
საქართველო ავღანეთში წარმოდგენილია თავისი კონტიგენტით იმისათვის, რომ არ დადგეს დღე, ჩვენ მარტო, ძლიერი მოკავშირების გარეშე დავრჩეთ ამ ძალის პირისპირ. ეს ბიჭები არიან საქართველოს მეომრები, არიან წინა ხაზზე და მართლაც დიდ მწუხარებას გამოვხატავ იმ ტრაგედიის გამო, რომელიც მოხდა, მაგრამ ვერაფრით გავიზიარებ იმ აზრს, როცა ამბობენ, რომ ეს არის საქართველოსთვის არასაჭირო ომი. _ განაცხადა ოზურგეთში ყოფნის დროს გიორგი გაბაშვილმა.