რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების დაამტკიცების დროს, როდესაც საპარლამენტო უმცირესობამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
“ნაციონალურმა მოძრაობა და მათი პრეზიდენტი, ვენეციის კომისიის პროცესიდან თითქმის დღემდე მოყოლებული ამბობდნენ, რომ იუსტიციის საბჭოს წევრები უნდა არჩეულიყვნენ 2/3-ით. როდესაც საბჭოს ორ წევრზე 2/3-ით არჩევას დაეთანხმა პარლამენტი _ ეს თავიდან ჩვენს პროექტში არ იყო, ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტი დატოვა. ეს მიგვანიშნებს რომ ნაციონალური მოძრაობა 2 ოქტომბრის დილიდან დაწყებული დღემდე ეწევა სახელმწიფო საბოტაჟს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულება მათთვის არც არასდროს ყოფილა პრიორიტეტი და არც დღეს არ არის. მიუხედავად ამისა, 4 წევრს, რა თქმა უნდა, თავისუფალ და მიუკერძოებელ პროფესიონალებს, პარლამენტი დღე- დღეზე უკვე აირჩევს, დანარჩენ ორ წევრზე კი მე მოვუწოდებ ნაციონალებს, რომ დასერიოზულდნენ და მართლმსაჯულება აქციონ საკუთარი პოლიტიკის პრიორიტეტად.”
იუსტიციის მინისტრი 9 ივნისს მოსამართლეთა კონფერენციაზე გაჟღერებულ მთავარ მოთხოვნებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მოქმედი მოსამართლეების უვადოდ გადანიშვნა პარლამენტმა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და იუსტიციის საბჭოს სრულ შემადგენლობასთან ერთად უნდა გადაწყვიტოს.
“მე როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელს, არ შეიძლება იუსტიციის საბჭოს წევრებისადმი რჩევები და მითითებები მქონდეს. ერთადერთი, რასაც ვისურვებდი და ეს მათ ჩემზე კარგად იციან, ისინი უნდა დაელოდონ მომენტს, როდესაც სრული შემადგენლობით შეიკრიბება იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რათა ისეთი სასიცოცხლო საკითხები გადაწყვიტონ, როგორიცაა ხელფასის გაზრდის საკითხზე დისკუსია თუ წევრების გადანიშვნა უვადოდ. რაც შეეხება უვადოდ გადანიშვნას, ეს საკონსტიტუციო საკითხია. პარლამენტი, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრულ შემადგენლობასთან ერთად, რაც შეიძლება მალე შეუდგება ამ საკითხებზე მსჯელობას _ უნდა იყონ თუ არა უვადოდ დანიშნული ის მოსამართლეები, ვის მიმართაც საზოგადოებას ძალიან სერიოზული მიკერძოების და და ნეიტრალურობის არარსებობის პრეტენზიები აქვს უკვე რამდენიმე წელია,” _ განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
9 ივნისს, მოსამართლეთა კონფერენციაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილმა მოსამართლეებს ურჩია, ხელისუფლებას უვადოდ გადანიშვნა და ხელფასების მომატება მოსთხოვონ.