ცამციშვილის ადვოკატის ელისო დათუსანის განცხადებით, მოწმეების დაკითხვისას გამოიკვეთა, რომ გამოძიებას ცამციშვილის მიმართ რეალური ფაქტები არ გააჩნია და კულტურის სამსახურის უფროსის ბრალი საქმეში არ იკვეთება.
ცამციშვილის საქმეზე მორიგი სასამართლო განხილვა, მიმდინარე წლის 8 ივლისს 14 საათზე გაიმართება.
პროკურატურა ცამციშვილს ბიუჯეტის თანხის გაფლანგვასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედავება. საუბარია ქალაქის მერიასა და ერთ-ერთ შპს-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზეა. აღნიშნული შპს მერიისთვის მიკროავტობუსებით მომსახურებას უზრუნველყოფდა. ბრალდების მხარის განცხადებით, ხელშეკრულებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მერიამ შპს-ს ზედმეტი თანხა გადაურიცხა. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ მერიამ თბილისიდან ქუთაისამდე გასავლელად საჭირო თანხაზე მეტი გადარიცხა. ამ საქმე ზეცამციშვილის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182 მუხლის “ბ” და “გ” მუხლით მიმდინარეობს.