_ რამდენიმე განმარტება მათთვის ვისაც ობიექტურად სურს მიიღოს კითხვაზე პასუხი 17 მაისის მოვლენების თაობაზე კომიტეტის პოზიცია.
1. კომიტეტის მიერ არ მომხდარა და არ დასრულებულა 17 მაისის მოვლენების შეფასება და დასკვნის პროექტი მუშა პროცესშია. ამ პროცესის დასრულებამდე, სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას თავდასხმები და შემაჯამებელი შეფასებების გაკეთება გაუგებარია და არაკორექტული.
2. კომიტეტის სხდომაზე არ ყოფილა არც ერთი მხარე მოწვეული. ვინც ესწრებოდა სხდომას, სხვა საკითხის განხილვაზე საკუთარი სურვილით იყვნენ მოსულები.
3. 12 ათასი ხელმომწერის ნამდვილობის საკითხი არ დგას კომიტეტისთვის განსახილველად, რადგან იქნებოდა 2 ხელმომწერი, კომიტეტი მაინც განიხილავდა ასეთ მომართვას. ცნობისათვის უკვე 6000-ზე მეტი განცხადება გვაქვს განხილული.
4. დასკვნაზე მუშაობა რა ფორმატით უნდა წარიმართოს ეს კომიტეტის გადასაწყვეტია, მით უფრო მოწვევით 12 000 ადამიანს ვერ მოვიწვევდით და ვინმეს გამორჩევა ასევე დისკრიმინაციულად აღიქმებოდა.
5. რა არის ქსენოფობიური ამ პროექტში, პატრიარქის ხსენება თუ საპატრიარქოს პოზიციის ასახვა? დასკვნის ნაწილში ასევე ასახულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და 8 რელიგიური გაერთიანების განცხადება. ესაა ქსენოფობიური?
6. ყველა მსურველს შეუძლია დაესწროს კომიტეტის სხდომას და არავინ არ შეგვიზღუდავს დღემდე.
7. რატომ ვახსენებთ კონსტიტუციის და კონვენციის იმ ნორმებს, რომელიც შეკრების შეზღუდვის საგამონაკლისო წესებს ეხება? იმიტომ რომ ეს ქვეყნის ძირითადი კანონია და კონვენცია კი სავალდებულო ძალის მქონეა.
და ბოლოს, კომიტეტი მუშაობას აგრძელებს ამ საკითხზე და დასრულებამდე ასეთი თავდასხმები ბევრ კითხვას ბადებს. მაგალითად, ბოლო წლებში, როგორც უფლებადამცველი, წამების და ღირსების შემლახავ ფაქტებს რომ ვააშკარავებდი, ადამიანების პოლიტიკური დევნის ფაქტებზე რომ ვსაუბრობდით სად იყო ბევრი თქვენგანი ხმას რომ არ იღებდა? მათი უფლებები არ იყო დასაცავი? _ წერს ბესელია.