"სამედიცინო დაწესებულებებიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებისათვის ოპერატიული ინფორმაციის მიწოდების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის №239/ნ ბრძანებაში ცვლილებები შევიდა.
თავდაპირველი ვერსიით, პოლიციისათვის ცნობის გადაცემას ექვემდებარებოდა:
ა) ყველა ტრამვული და ტრამვაზე საეჭვო შემთხვევა, როცა პაციენტი იმყოფება უგონო მდგომარეობაში, ან ავადმყოფი მიუთითებს ნაძალადევ ქმედებაზე.
ბ) უეცარი სიკვდილის ყველა შემთხვევა.
გ) ნაძალადევი სიკვდილის ყველა შემთხვევა.
დ) მოწამვლაზე საეჭვო შემთხვევა, როცა პაციენტი იმყოფება უგონო მდგომარეობაში, ან ავადმყოფი მიუთითებს ნაძალადევ ქმედებაზე.
ე) ქიმიური ან რადიაციული მოწამვლის ყველა კვებითი ტოქსიკოინტოქსიკაციის ჯგუფური შემთხვევა.
ვ) საავადმყოფოში გვამის მოყვანიდან, ან 24 საათში სიკვდილის ყველა შემთხვევა, თუ ის უკავშირდება ნაძალადევ ქმედებას.
2. ტელეფონოგრამის გაგზავნის შესახებ ცნობა უნდა დაფიქსირდეს სტაციონარის მიმღებ ჟურნალში.
3. ცნობის გაცემაზე პასუხისმგებელია საავადმყოფო მორიგე ექიმი.
4. ტრამვული დაზიანებით ამბულატორიულ დაწესებულებაში მოყვანილი ყველა შემთხვევის შესახებ ცნობა უნდა დაფიქსირდეს ამბულატორიის სარეგისტრაციო ჟურნალში.
5. ცნობის გაცემაზე პასუხისმგებელია ის ექიმი, რომელმაც აღმოუჩინა პირს სამედიცინო დახმარება.
6. სასწრაფო დახმარების ექიმი გამოძახების დროს გვამის აღმოჩენის შემთხვევაში ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს პოლიციას და შემთხვევის ადგილზე დაელოდოს მის მოსვლას.
7. თუ, აუცილებელია პირის სტაციონარში გადაყვანა, სასწრაფო დახმარებას იგი გადაჰყავს სტაციონარში. ამის შემდეგ, შემდგომ მოქმედებაზე პასუხს აგებს სტაციონარის მორიგე ექიმი.
8. ამ პუნქტში ჩამოთვლილ შემთხვევებში, სასწრაფო დახმარების მიერ ბინაზე გაწეული დახმარების დროს სასწრაფო დახმარების ექიმი ვალდებულია აცნობოს პოლიციას და აღნიშნული ფაქტი დააფიქსიროს გამოძახების სარეგისტრაციო ჟურნალში.
9. იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერი სამედიცინო დაწესებულებიდან არ ხერხდება პოლიციაში სატელეფონო კავშირის დამყარება, დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია აღნიშნულის შესახებ არა უგვიანეს 24 სთ-ში აცნობოს პოლიციას.
ცვლილების თანახმად, "პოლიციისათვის ცნობის გადაცემას არ ექვემდებარება ნარკოტიკული ზედოზირების მდგომარეობის შემთხვევები, თუ დამატებით სახეზე არ არის ამავე ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული სხვა გარემოებები.“.
ასევე, „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
„მოწამვლაზე საეჭვო შემთხვევა (გარდა ნარკოტიკული ზედოზირების მდგომარეობისა), როცა პაციენტი იმყოფება უგონო მდგომარეობაში, ან ავადმყოფი მიუთითებს ნაძალადევ ქმედებაზე;“;
ა.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) საავადმყოფოში გვამის მიტანის, ან პაცინეტის მიყვანიდან 24 საათში დამდგარი სიკვდილის ყველა შემთხვევა, თუ ის უკავშირდება ნაძალადევ ქმედებას.“.
ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „11“ პუნქტი:
„11. პოლიციისათვის ცნობის გადაცემას არ ექვემდებარება ნარკოტიკული ზედოზირების მდგომარეობის შემთხვევები, თუ დამატებით სახეზე არ არის ამავე ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული სხვა გარემოებები.“.