ჯანდაცვის სამინისტრომ ახალ რეფორმასთან დაკავშირებული აქტუალური შეკითხვები და პასუხები გამოაქვეყნა, რომელსაც "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
_ ვის უნდა მიაკითხოთ საჭირო მედიკამენტის რეცეპტზე (ფორმა N3) გამოწერის მიზნით?
_ რეცეპტზე მედიკამენტის გამოწერის მიზნით უნდა მი მართოთ ოჯახის/სოფლის/უბნის ექიმს ან საჭირო სპე ციალობის ექიმსპეციალისტს.
_ დაკავშირებულია თუ არა რეცეპტის გამო წერა დამატებით ფინანსურ ხარჯებთან?
_ რეცეპტის გამოწერა არ იწვევს დამატებით ფინანსურ ხარჯებს პაციენტის მხრიდან, ვინაიდან: ექიმთან ვიზიტის ძირითადი მიზანი პაციენტის დიაგ ნოსტიკა და მკურნალობაა და რეცეპტი მხოლოდ ჩვეულებრივი სამედიცინო დოკუმენტია, რომელიც ივსება საჭიროების შემთხვევაში.
ოჯახის ექიმთან და ექიმსპეციალისტთან ვიზიტების რაოდენობა შეზღუდული არ არის და ფინანსდება სა ხელმწიფოს მიერ საყოველთაო ჯანდაცვისა და სხვა სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში.
ამასთან, სრულად ფინანსდება: ოჯახის/უბნის და სოფლის ექიმთან ვიზიტი ყველა ბენეფიციარისათვის; ყველა ექიმსპეციალისტთან ვიზიტი სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის, პედაგოგებისათვის, ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების აღსაზრდელებისა და აღმზრდელებისათვის, რეინტეგრაციაში ან მინდობით აღზრდაში მყოფთათვის, ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატებში მცხოვრებთათვის, იძულებით გადაადგილებულ პირთა გარკვეული ნაწილისათვის, სა ხალხო არტისტების, სახალხო მხატვრების და რუსთავე ლის პრემიის ლაურეატებისათვის, პენსიონერებისათვის, 05 წლის ბავშვებისათვის, სტუდენტებისათვის, შშმპ ბავშვებისა და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისათ ვის; ენდოკრინოლოგთან, ოფთალმოლოგთან, კარდიოლოგ თან, ნევროლოგთან, ოტორინოლარინგოლოგთან, გინე კოლოგთან, უროლოგთან ვიზიტი ვეტერანებისათვის.
_ რომელი მედიკამენტები გაიცემა ურეცეპტოდ?
_ ურეცეპტოდ გაიცემა III ჯგუფის მედიკამენტები, რო მელთა რაოდენობა 3 600–ზე მეტია.მათი მიღება შესაძ ლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე. ურეცეპტოდ გასაცემი წამლების ნუსხაში გაერთიანებულია ისეთი პრეპარატები, რომლებიც ნაკლებად მძიმე გვერდითი (არასასურველი) მოქმედებით ხასიათდებიან და ნაკლები ზიანის მოტანა შეუძლიათ პაციენტისთვის. მათი სარ გებელი აშკარად სჭარბობს სავარაუდო არასასურველი ეფექტის პოტენციურ რისკს.
ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებს მიეკუთვნებიან: კუჭნაწლავის სისტემის დაავადებების სამკურნალო საშუალებები (მაგ.: ომეპრაზოლი, ალმაგელი, დენო ლი, ალოხოლი, სენადექსინი, ენტეროლი, მეზიმფორ ტე და სხვა); ვიტამინები და მინერალები (გარდა საინექციო ხსნა რებისა); ანტიაგრეგანტები (სისიხლის შედედების საწინააღ მდეგო) პრეპარატები (მაგ.: ასპირინი კარდიო, კარ დიომაგნილი და სხვა); პერიფერიული სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესე ბელი საშუალებები (მაგ.: ტრენტალი, დილასიდომი და სხვა); ანგიოპროტექტორები (მაგ.: ვენო დიოლი, ფლებოდია, დეტრალექსი და სხვა); მთელი რიგი ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწე ვი და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული სა შუალებები (მაგ.: ანალგინი, ტემპალგინი, კეტონალი, იბუპროფენი, ნუროფენი და სხვა); ბრონქული ასთმის სამკურნალო პრეპარატები (მაგ.: ეუფილინი, ტეოტარდი და სხვა); ხველის საწინააღმდეგო და ამოსახველებელი საშუა ლებები (მაგ.: ლაზოლვანი, ბრომჰექსინი, სინეკოდი და სხვა); ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატები (მაგ.: ერიუ სი, ალერფასტი, კლარიტინი, სუპრასტინი და სხვა); ღებინების საწინააღმდეგო მედიკამენტები (მაგ.: დრამინა) ანემიის საწინააღმდეგო საშუალებები (მაგ.: ფერო ფოლგამა, ფეროვიტი, ფეროპლექსი, ფოლის მჟავა და სხვა); გამხსნელის სახით გამოყენებული საშუალებები (საინექციო წყალი, ფიზიოლოგიური ხსნარი); ბიოლოგიურად აქტიური დანამატები და სხვ. ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩამონათვალი განთავსებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელო ბისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საიტებზე (www.moh.gov.ge; www.rama.moh.gov.ge). აღნიშნული სიები შედგენილია სხვადასხვა პრინციპით (მაგ.: ანბანის მიხედვით; სავაჭრო დასახელებით), რათა მომხმარებელმა ადვილად შეძლოს მისთვის სასურველი მედიკამენტის მოძებნა
_ რომელი მედიკამენტები გამოიწერება რეცეპტის (ფორმა N3) ბლანკზე და რატომ?
_ რეცეპტზე (ფორმა N3) გამოიწერება II ჯგუფის მედი კამენტები, რომლებიც სერიოზული პოტენციური გვერ დითი (არასასურველი) ეფექტებით ხასიათდებიან, რაც მოითხოვს დოზირების უფრო მკაცრ კონტროლს, ექი მის სპეციალურ მითითებებს, ზოგჯერ კი პერიოდულ ლაბორატორიულ კონტროლს. მათი ჭარბი დოზირების და არასწორი გამოყენების შემთხვევაში, მოსალოდნელია მძიმე გვერდითი მოვლენები და გართულებები. ამიტომ, ასეთი საშუალებების ექიმის დანიშნულების გარეშე გა მოყენებისას სავარაუდო არასასურველი ეფექტი შეიძლება სჭარბობდეს მათ სარგებლიანობას.
_ რა სახის საფრთხე ახლავს მედიკამენტების საინექციო ფორმებს, რომლებიც რეცეპტზე (ფორმა N3) გამოიწერება?
_ საინექციო (ნემსით ან სისტემით შესაყვანი) ყველა პრე პარატი გაიცემა რეცეპტით (II ჯგუფი), ვინაიდან:
• საჭიროებს დოზირების უფრო ზუსტ რეჟიმს და შეყვა ნის ადგილის განსაზღვრას ექიმის მითითების შესაბა მისად (მაგ.: ერთი და იგივე სამკურნალო საშუალე ბა, სხვადასხვა შემთხვევაში, შეიძლება კეთდებოდეს კუნთებში, ვენაში ან კანქვეშ. თითოეულ შემთხვევა ში, უნდა შეირჩეს მედიკამენტის განსხვავებული დოზა, რასაც მხოლოდ ექიმი განსაზღვრავს.
• ძალიან მნიშვნელოვანია ექიმის მითითება ინექციის გა კეთების ტექნიკის თაობაზე (მაგ.: ზოგიერთი ინტრავე ნურად შესაყვანი პრეპარატი შეიძლება მხოლოდ ზუს ტად განსაზღვრული განზავებული სახით გაკეთდეს, ან მისი შეყვანა უნდა მოხდეს ძალიან ნელა; სხვადას ხვა პრეპარატი სხვადასხვა ჯგუფის კუნთში კეთდება: ზოგიერთი დუნდულა კუნთებში, ზოგიერთი ბარძაყის კუნთებში, ზოგიერთი წინამხარზე; არ შეიძლება ზო გიერთი კანქვეშ შესაყვანი პრეპარატის კუნთებში ან ინტრავენურად გაკეთება, ან პირიქით (მაგ.: კალციუ მის ქლორიდის კანქვეშ ან კუნთში შეყვანამ შეიძლება ქსოვილების გაღიზიანება და ნეკროზი გამოიწვიოს).
• ინექციურ პრეპარატებს ახასიათებთ მოქმედების უფრო სწრაფი დასაწყისი, ისევე როგორც გვერდი თი (არასასურველი) ეფექტების განვითარების უფრო სწრაფი გამოვლენა, მათ მიერ გამოწვეული გართულე ბების მართვა არასწორი დოზირების ან სხვა გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, უფრო ძნელია!
• საინექციო საშუალებების გამხსნელის გამოყენება სიფრთხილეს მოითხოვს (მაგ.: ლიდოკაინის არასწო რად გამოყენებისას მოსალოდნელია წნევის დაქვეი თება, კრუნჩხვები, ალერგიული რეაქცია);
• ერთი შპრიცით რამდენიმე ნივთიერების შეყვანა, ექიმთან შეუთანხმებლად, არ შეიძლება (შეიძლება შპრიცში არსებული ნივთიერებების შეუთავსებლო ბის ან ალერგიული რეაქციის მიზეზი გახდეს);
• საინექციო პრეპარატების გამოყენებისას საჭიროა მათ შეყვანას შორის ექიმის მიერ განსაზღვრული დროის ინტერვალის მკაცრი დაცვა, რომლის გარეშეც პრეპარატმა შესაძლოა სწრაფი კუმულაცია (დაგრო ვება) განიცადოს და მძიმე მოწამვლა გამოიწვიოს.
• საინექციო პრეპარატები საჭიროებენ სისუფთავის მა ღალ ხარისხს და შესაბამის შესაყვან მოწყობილობას;
_ ხომ არ შეექმნებათ პრობლემები ქრონიკული ან ხანგრძლივად მიმდინარე დაავადებების მქო ნე პაციენტებს რეცეპტის ამოქმედების შემდეგ?
_ ქრონიკული ან ხანგრძლივად მიმდინარე დაავადებების შემთხვევაში, ექიმს უფლება აქვს, გამოწეროს რეცეპტი ერთ წლის ვადით, ამასთან, რეცეპტის გამოყენება შესაძლებელია მრავალჯერადად, ვიდრე არ ამოიწურება გამოწერილი მედიკამენტების რაოდენობა. ასევე, კონკრეტული მედიკამენტის საჭირო რაოდენობა ერთი ვიზიტის დროს შეიძლება, გამოიწეროს (გადანაწილდეს) არა მხოლოდ ერთ, არამედ რამდენიმე რეცეპ ტის ბლანკზე, რათა ხანგრძლივი დროის განმავლობაში პაციენტს არ დაჭირდეს ექიმთან დამატებითი ვიზიტი, მხოლოდ რეცეპტის გამოწერის მიზნით.
_ დასაშვებია თუ არა, რეცეპტზე გამოწერი ლი წამალი შეძენილი იქნეს არასრულად (ნაწილ-ნაწილ)?
_ დიახ, რეცეპტი შესაძლოა გამოყენებული იქნეს მრავალ ჯერადად, რეცეპტის მოქმედების ვადის ამოწურვამდე. პაციენტს შეუძლია ყოველ ვიზიტზე შეიძინოს წამლის სასურველი რაოდენობა.
_ შესაძლებელია თუ არა სასწრაფო სამედიცინო დახმარე ბის გამოძახების დროს სსდ ბრიგადის ექიმმა გამოწეროს რეცეპტი?
_ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმის მოვალეობაა პაციენტს ადგილზე გაუწიოს სამედიცინო დახმარება, მათ შორის მედიკამენტოზური და საჭიროე ბის შემთხვევაში, მოახდინოს მისი ჰოსპიტალიზაცია. გა მოძახებისას ის არ გამოწერს რეცეპტს!
_ როგორ მოვიქცეთ ზოგიერთი გადაუდებელი შემთხვევისას, თუ არ გაგვაჩნია რეცეპტი?
_ ჩვეულებრივ, სსდ ბრიგადის გამოძახების გარდა, ზო გიერთი გადაუდებელი შემთხვევის დროს (მაგ.: ტკივი ლი გულის არეში, მაღალი წნევა, ალერგიული რეაქცია, ბრონქული ასთმის შეტევა და სხვა) შეგიძლიათ მიმარ თოთ უახლოეს აფთიაქს. ყველა აფთიაქს აქვსგადაუდებელი დახმარების მედიკამენტები, რომელთა გაცემა ნებადართულია ურეცეპტოდ, გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის მიზნით (კაპტოპრილი, სალბუტამოლი, დექ სამეტაზონი, ნიფედიპინი, გლუკოზა, ინსულინი, ადრე ნალინი, დიმედროლი, პრედნიზოლონი, მეტოპროლოლი, ფუროსემიდი, ატროპინი, ნიტროგლიცერინი, კეტორო ლაკი)
_ როგორ ვიქცევით რეცეპტზე გამოწერილი მედიკამენტის რაოდენობის ამოწურვისას?
_ რეცეპტზე გამოწერილი მედიკამენტის რაოდენობის ამოწურვის შემთხვევაში, რეცეპტის ბლანკი რჩება აფ თიაქს, პაციენტი კი მკურნალობის კურსის გაგრძელების შემთხვევაში მიმართავს ოჯახის /სოფლის/უბნის ექიმს ან იმ ექიმსპეციალისტს, რომელიც ახორციელებს მის სამედიცინო მომსახურებას და საჭიროების შემთხვევა ში, უზრუნველყოფს რეცეპტს გამოწერას.
_ განიცდის თუ არა ცვლილებებს რეცეპტით და ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ნუსხები?
_ მედიკამენტების ნუსხები არ არის მუდმივი (სტატიკური) და პერიოდულად ექვემდებარება გადამოწმებას, რომლის შედეგადაც, გვერდითი ეფექტების შესახებ დაგროვილი საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილებიდან გა მომდინარე,შესაძლებელია სამკურნალო საშუალებების გადატანა ერთიდან მეორე ჯგუფში. მაგალითად: კუჭისა და 12 გოჯა ნაწლავის სამკურნალო პრეპა რატები (რანიტიდინი, ომეპრაზოლი, ფამოტიდინი, ესომეპრაზოლი და სხვა) II ჯგუფიდან ამჟამად გადა ტანილია III ჯგუფში; კეტოკონაზოლის (სოკოს საწინააღმდეგო საშუალე ბა), სერიოზული გვერდითი (არასასურველი) ეფექ ტების გამოვლენის გამო, მისი გარეგანი ფორმები III ჯგუფიდან (ურეცეპტო) გადატანილი იქნა რეცეპ ტით გასაცემთა ნუსხაში (II ჯგუფი), შიგნით მისაღე ბი (ტაბლეტები, კაფსულები) ფორმები კი საერთოდ ამოღებულია მიმოქცევიდან.
_ რატომ ხვდება ერთი და იგივე დასახელების სამკურნალო საშუალება სხვადასხვა ჯგუფში?
_ რიგ შემთხვევებში, ერთი და იგივე სამკურნალო საშუა ლება გვხვდება სხვადასხვა ჯგუფში, ვინაიდან განსხვავე ბულია მათი ფარმაცევტული ფორმები და მიღების გზე ბი. კერძოდ, საინექციო საშუალებები შეტანილია რეცეპ ტით გასაცემი მედიკამენტების (IIჯგუფი) ნუსხაში, ხოლო შიგნით მისაღები (ტაბლეტი, აბი, კაფსულა) და გარეგანი გამოყენების ფორმები ურეცეპტოდ გასაცემი მედი კამენტების (III) ჯგუფში (მაგ.: C ვიტამინის, ანალგინის, პარაცეტამოლის, სუპრასტინის, დიკლოფენაკის და სხვა თა საინექციო ფორმები გაიცემა რეცეპტით, ხოლო მათი ტაბლეტირებული ფორმები ურეცეპტოდ).