ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, ლელა იმედაშვილის ინფორმაციით, დღეს ოზურგეთში, წყალდიდობის გამო, სასწავლო პროცესი მხოლოდ შემოქმედის საჯარო სკოლაში შეწყდა.
"სასწავლო პროცესი მხოლოდ შემოქმედის საჯარო სკოლაში შეჩერდა. დილას დროულად მოხდა ბავშვების და პედაგოგების გამოყვანა სკოლიდან. ველოდებით ამინდის გამოსვლას, სკოლაში წყალი არ შესულა და მზად ვართ სასწავლო პროცესის განსაახლებლად", _ გვითხრა ლელა იმედაშვილმა.
მისივე თქმით, შემოქმედის თემში, გომის საჯარო სკოლაში, დღეს უამინდობის გამო 6 ბავშვი მივიდა.