საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, თაღლითობის ფატქზე, მზია ტატიაშვილი დააკავა.
გამოძიებით დაადგენილია, რომ მზია ტატიაშვილი ერთ-ერთ მოქალაქეს დაპირდა, რომ ბრალდებული პირის შეწყალების სანაცვლოდ, სასჯელაღსრულების სისტემის და შეწყალების კომისიის მაღალჩინოსნებს გადასცემდა 15 000 აშშ დოლარს, რის შედეგადაც, ბრალდებული სასჯელისაგან გათავისუფლდებოდა.
აღნიშნულ თანხას მზია ტატიაშვილი მოტყუებით, თაღლითურად თავად დაეუფლა.
გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.