https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო – Supply Chain Finance Award მოიპოვა

    ინფექციონისტი – „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რა უთხრა ზელენსკიმ დონალდ ტრამპს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ მასშტაბურ თავდასხმას ამზადებს

    პოლიციამ ესპანეთში იპოვა “წამების ოთახი” და ორი მამაკაცი გადაარჩინა – დაკავებულია საქართველოს 7 მოქალაქე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთი მრავალ სიგნალს იძლევა, რომ ომის გაფართოებისთვის მზადაა

    ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

    რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩადენილია სექსუალური ძალადობის სულ მცირე 1004 შემთხვევა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ვინ არის პასუხისმგებელი სტიქიისგან დაზარალებული ოჯახების დახმარებაზე

13:10; 23.10.2014
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 2014 წლის 5 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების სახლების გადახურვის საკითხი კვლავ პრობლემატურია.

ჯერ კიდევ  6 ივნისს, საღამოს 9 საათზე, სტიქიასთან დაკავშირებით, საგანგებო თათბირი ჩაატარეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა  კონსტანტინე შარაშენიძემ, გამგებლის ყოფილმა მოადგილემ ირაკლი სირაძემ და ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილმა უფროსმა თემურ გიორგაძემ და გურიის გუბერნატორს, გიორგი ჩხაიძეს 5 ივნისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიის შედეგების ამ დროისთვის არსებული ვითარება გააცნეს:  "ზარალის ოდენობა უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, რის შემდეგაც ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეგზავნება", _ აღნიშნეს მაშინ საგანგებო თათბირზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შესახებ  "გურია ნიუსი" არაერთხელ წერდა.

გურიის გუბერნატორმა გიორგი ჩხაიძემ "გურია ნიუსთან" საუბარში აღნიშნა, რომ  ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან  შეთანხმებით მიმდინარეობს მუშაობა სახლების გადახურვასთან დაკავშირებით: 

 "აღნიშნული სამინისტროსგან ვითხოვთ იმ თანხებს, რომლითაც ჩვენ გვინდა რეაგირება გავაკეთოთ, კონკრეტულად სახლებზე. მთელ რესურსს ახლა ვხარჯავთ სახურავების აღწერაზე. როდესაც სახლებს სახურავები გადაეხადათ, იმ დროიდან გამომდინარე, ზიანი არის ყოველდღიურად უფრო მეტი. ყველა წვიმაზე ზიანის მოცულობა იზრდება. მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ მუნიციპალიტეტის მთელი რესურსი, 100 პროცენტი დავხარჯოთ, რაც შეიძლება სწრაფად და დავადგინოთ ზარალი საცხოვრებელ სახლებზე", _ ამბობს გუბერნატორი.

5 ივნისს მომხდარი სტიქიის შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა. ყოფილმა თუ ახლანდელმა ხელისუფლებამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დაზარალებული ოჯახების ნაწილი დააკმაყოფილა, ნაწილი კი არა. 

 "გურია ნიუსის " წყაროს ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირში რამდენიმე ოჯახს სახლის სახურავი მიუტანეს. თუმცა,  აღმოჩნდნენ გამონაკლისებიც.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირში მცხოვრები შოთა ჩავლეშვილის, მიხეილ წულაძისა და მარინა კომუშოვის ოჯახები ხელისუფლებისგან დახმარების მოლოდინში არიაშნ.  

მაგული ჩავლეშვილი,  შოთა ჩავლეშვილის მეუღლე: "5 ივნისს ამოვარდნილმა ძლიერმა ქარმა ჩვენს სახლს სულ გადააძრო სახურავი. შევიტანეთ განცხადებები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. იმის მერე გვპირდებიან,  რომ დაგვეხმარებიან. რამდენიმე დღის წინ მოგვცეს 13 ცალი შიფერი, ეს რას გვეყოფოდა?!  კიდევ მივმართეთ. დაგვპირდნენ, მაგრამ ვიცით,  რომ ამაოდ ველოდებით. დაარიგეს ამ კუთხეში სახურავები, ყველა დააკმაყოფილეს რამდენიმე ოჯახის გარდა.  თავდაპირველად რომ არიგებდნენ, გვითხრეს, წაიღეთ ეს 13 ცალი და მეორე ეტაპზე მოგიწევთ კიდევო. მეორე ეტაპი დარიგდა და ჩვენ ისევ არ შეგვხვდა. ვერ მივხვდი, რატომ მისცეს სხვებს, ჩვენზე მეტი დაზარალებული ვინ იყო?  ბანკის ვალი გვაქვს, პენსიონერები ჯერ არ ვართ, არსად არ ვმუშაობთ, მხოლოდ ფიზიკური შრომით ვარსებობთ. წელს თხილიც არ გვქონდა. ყოველ გაწვიმებაზე სახლის სახურავზე დავრბივართ. 

 სოფელ მთისპირში მცხოვრები, რწმუნებულის ყოფილი თანაშემწე ანა ინწკირველი  "გურია ნიუსთან " ამბობს, რომ  შოთა ჩავლეშვილისა და მიხეილ წულაძის ოჯახები  სტიქიის დროს ყველაზე მეტად დაზარალდა სოფელ მთისპირში. 

 "როცა სტიქია მოხდა, გამგებელი იყო კოტე შარაშენიძე. მის დროს მოხდა მოსახლეობის აღწერა. დამუშავება ყოფილი ინფრასტრუქტურის სამსახურმა გააკეთა. ყველაზე მეტად დაზარალებული იყო ეს ორი ოჯახი. თუ ვინმეს დახმარება სჭირდებოდა, პირველ რიგში, ეს ორი ოჯახია. სახლებში წვიმა ჩამოუდით.  "კუხნას " ააძრეს სახურავი და სახლზე დააფარეს, სილიკონით აქვთ დამაგრებული. კატასტროფული მდგომარეობაა, _ აღნიშნავს ანა ინწკირველი. 

მაყვალა ჩავლეშვილი, მიხეილ წულაძის მეუღლე:  სტიქია რომ  მოხდა, იმ დღესვე მოვიდნენ ინფრასტრუქტურის სამსახურიდან და გვითხრეს, რომ მოგიწევთ დახმარება აუცილებლადო.  შემდეგ რწმუნებულს ჰყავდა მოყვანილი სპეციალური კომისია.  გვითხრეს, ისე ხართ დაზარალებული, პირველი თქვენ მოგიწევთო, მაგრამ ნახეთ, რა მდგომარეობაში ვართ. არჩევნების წინა დღეს დაარიგეს სახურავები, მაგრამ ვერ მოვხვდით სიაში.  5 ოჯახს მისცეს.  ერთი თვის წინ მოგვცეს რამდენიმე ცალი შიფერი. არ მოგვქონდა. მითხრეს, წაიღე და მეორე ეტაპზე კიდევ მოგიწევთო. რამდენიმე დღის წინ გავიგეთ, რომ ღამე ამოსულან და დაურიგებიათ სხვებისთვის, 11 ოჯახისთვის.  ჩემსავით არავინ არ დაზარალებულა. ნახეთ  "ბრიზენტები " მაქვს სახლზე გადაჭიმული. საძინებელ ოთახში თავზე გვაწვიმს. წვიმის დროს უნდა მოხვიდეთ და ნახავთ, რა მდგომარეობაში ვართ. ახლა რწმუნებული გვეუბნება, მე ეგ საერთოდ არ მეხებაო ". 

მარინა კომუშოვი, სოფელ მთისპირში მცხოვრები: "ქარიშხალმა სახლზე სულ გადაგვიძრო სახურავი. ორი ავადმყოფი ვართ სახლში. ყველა კუთხე-კუნჭულში თავზე გვაწვიმს. ჩვენ საერთოდ არ მოგვიწია დახმარება, სხვებს რაღაც ნაწილი აქვს აღებული. ძალიან გვიჭირს  ეკონომიკურად, იქნებ, თქვენი მეშვეობით მაინც დაგვეხმარონ ".

დაეხმარებიან თუ არა აღნიშნულ ოჯახებს, ამასთან დაკავშირებით  "გურია ნიუსმა " ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს ალექსანდრე ყველაშვილს მიმართა. 

ყველაშვილის ინფორმაციით,  დაზარალებული ოჯახების სია გადაცემული აქვს ტენდერში გამარჯვებული ინდმეწარმე კახა კანდელაკისთვის, რომელიც აღნიშნულ საკითხზეა პასუხიმგებელი.

 "5 ივნისს მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით სიები გააკეთა ყოფილმა ხელისუფლებამ,  რაც აღნუსხა კიდეც შესაბამისმა კომისიამ და იმ ოჯახებმა მიიღეს სახურავები. როგორც მაქვს ინფორმაცია,  სახურავები დაზარალებულ ოჯახებში მიტანილია. თქვენ მიერ ჩამოთვლილი ადამიანები დღესაც ბრძანდებოდნენ ჩემთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ოჯახები ითხოვენ მთლიანად სახურავის შეცვლას, ის არ გვაკმაყოფილებს, რაც მოგვეცითო. ახლა ვაპირებთ ხელახლა კომისიის გაგზავნას, რადგან ზუსტად დაითვალონ ამ ოჯახების ზარალის ოდენობა. ამის მიხედვით ვიმსჯელებთ რამდენად შევძლებთ ამ ოჯახების დახმარებას, _ ამბობს ყველაშვილი.

_ ბატონო ალექსანდრე,  ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არ არის, გაეწევა თუ არა დახმარება აღნიშნულ ოჯახებს?

_ ნაწილი ხომ გაუგზავნეს?! თუ კიდევ არის დახმარების საჭიროება, ვეცდებით, რომ დავეხმაროთ. იმიტომ, რომ კარგი ადამიანები არიან. ვნახოთ, შეამოწმებს კომისია ადგილზე და თუ საჭიროება იქნება, დავეხმარებით. 

_ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ სოფელ მთისპირში, რამდენიმე ოჯახს ღამით დაურიგეს სახლის სახურავები..

_ ეს არ არის მართალი. ღამით არ მიუტანდნენ. მაგ საკითხზე პასუხისმგებელი პირი არის ინდმეწარმე კახა კანდელაკი, რომელმაც მოიგო ტენდერი. ეს მისი გადასაწყვეტია დღისით მიიტანს სახურავს თუ ღამით. ჩვენ არავისთან არაფერი არ მიგვაქვს, მხოლოდ სიები გადავეცით. ეს გაკეთდა წინა ხელისუფლების მიერ. ჩვენ სახლის სახურავები არ დაგვირიგებია, იმიტომ, რომ ახლა გამოვაცხადეთ ტენდერი, მოიგო ისევ კახა კანდელაკმა. ის შეიძენს ამ მასალებს და მიიტანს დაზარალებულ ოჯახებში. ჩვენთან მოიტანს მიღება- ჩაბარების აქტს და ამით გავიგებთ, ვის დაურიგდა მასალები, _ გვითხრა ყველაშვილმა.  

 "გურია ნიუსი " ინდმეწარმე კახა კანდელაკს დაუკავშირდა.

_ მე  შემიძლია, ერთი რამ გითხრათ. მე ვისი სიაც მომაწოდეს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან, იმათ ყველას დავურიგე და ვისი სიაც არ მომცეს, როგორ დავურიგებდი? ვინ ამინაზღაურებს ზედმეტ დანახარჯს? 

_ ბატონო კახა, თქვენ რამდენიმე დღის წინ, სოფელ მთისპირში დაარიგეთ სახურავები. რატომ დარჩა დახმარების გარეშე რამდენიმე ოჯახი? 

_ ეს ჩემი პრობლემა არაა. მე ვისი სიაც მომცეს, ყველგან მიტანილი მაქვს. შეგიძლიათ, გადაამოწმოთ. მე სხვა ინფორმაცია არ მაქვს ამ ოჯახებთან დაკავშირებით და არც მევალება, რომ რაიმე ინფორმაცია მქონდეს. მაძლევენ სიას და სიის მიხედვით ვარიგებ, _ გვითხრა კახა კანდელაკმა. 

 "გურია ნიუსმა " აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით გურიის გუბერნატორს, გიორგი ჩხაიძეს კომენტარი სთხოვა.

გიორგი ჩხაიძე:  5 ივნისს,  სტიქიის დროს,  დაზარალებული ოჯახების სიების აღწერა გააკეთა მუნიციპალიტეტის მაშინდელმა გამგეობამ. შემდეგ გაიგზავნა დოკუმენტაცია ინფრასტრუქტურის სამინისტროში. აღნიშნულ საქმიანობას ახორციელებდა მუნიციპალიტეტი და არა გუბერნია. ჩვენ გვეხებოდა შუამდგომლობა ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან. ყველა ოჯახი, რაც იყო მუნიციპალიტეტის მიერ წარდგენილი,  დაკმაყოფილდა.

_ ბატონო გიორგი, არიან ოჯახები, რომლებიც აცხადებენ, რომ  არ დაეხმარა ხელისუფლება…

_ მერი და გამგებელი ჩემთან იყვნენ ამ  საკითხთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, სიებთან დაკავშირებით ვერაფერს ვიტყვი. ფიზიკურად, ამის აღრიცხვას გუბერნია არ აწარმოებდა. ამ თემაზე ვმუშაობთ და თუ გადაწყდება, რომ არიან ოჯახები, ვისაც ეკუთვნით დახმარება და მოხვდნენ დასახმარებელთა სიაში, შესაბამისად, დავაყენებთ ხელახლა დაზიანებული სახლების გადახურვის საკითხს, _ აღნიშნა გუბერნატორმა. 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მაჟორიტარი დეპუტატი ვლადიმერ ჩავლეშვილი  " გურია ნიუსთან " ამბობს, რომ აღნიშნულ ოჯახებს დახმარება ნამდვილად ეკუთვნით.

_ ეკუთვნით და მიიღებენ კიდეც, _ გვითხრა დეპუტატმა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს- საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია

15:14; 23 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

11:57; 23 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

“გვიყვარხარ, ჩვენო ციმციმა გოგო, შენ მუდამ დარჩები ჩვენს გულში”

11:06; 23 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

09:28; 23 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

უხვმა ნალექმა კურორტ ლაშიჭალასთან ხიდი დააზიანა და მოძრაობა შეზღუდა

18:29; 22 სექტემბერი, 2026

"ხელისუფლებამ სათანადოდ არ უპასუხა რელიგიური ექსტრემიზმის გამოვლინებებს"

ბეგი სიორიძე: "ნებისმიერ დროს, როდესაც მსგავსი ფაქტი განმეორდება, დამიკავშირდით"

ყველა სიახლე

საზოგადოება

გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს- საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია

15:14; 23.09.2026
სამართალი

შსს: „წამების ოთახის“ საქმეზე ესპანეთში დაკავებულები საქართველოს მოქალაქეები არ არიან

12:12; 23.09.2026
ფეისბუქსტატუსები

“მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

12:07; 23.09.2026
საზოგადოება

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

11:57; 23.09.2026
საზოგადოება

“გვიყვარხარ, ჩვენო ციმციმა გოგო, შენ მუდამ დარჩები ჩვენს გულში”

11:06; 23.09.2026
სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 5 პირი

11:01; 23.09.2026
მსოფლიო

რა უთხრა ზელენსკიმ დონალდ ტრამპს

10:32; 23.09.2026
ზაფრანი

ვისთვის იქნება ეს დღე იღბლიანი _ 23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

9:33; 23.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

9:28; 23.09.2026
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი – არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ მასშტაბურ თავდასხმას ამზადებს

9:26; 23.09.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო

18:50; 22.09.2026
საზოგადოება

უხვმა ნალექმა კურორტ ლაშიჭალასთან ხიდი დააზიანა და მოძრაობა შეზღუდა

18:29; 22.09.2026
სამართალი

სასამართლომ ერთ-ერთი ქალთა საფეხბურთო კლუბის მფლობელი ბიზნესმენი სექსუალური ძალადობის ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო

18:13; 22.09.2026
საზოგადოება

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე იტალიური ენის ჩაბარებაც იქნება შესაძლებელი

17:58; 22.09.2026
საზოგადოება

თბილისის მასშტაბით, საჯარო ბაგა-ბაღებში მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს

17:44; 22.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

12:07; 23.09.2026
0

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო